დიდების მონუმენტი (სამარა)
დიდების მონუმენტი (რუს. Монумент Славы) — ძეგლი რუსეთის ქალაქ სამარაში. მდებარეობს ლენინის რაიონში, დიდების მოედანზე. წარმოადგენს სამარის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს.
დიდების მონუმენტი Монумент Славы | |
---|---|
კოორდინატები | 53°12′13″ ჩ. გ. 50°06′35″ ა. გ. / 53.20361° ჩ. გ. 50.10972° ა. გ. |
მდებარეობა | სამარა, რუსეთი |
არქიტექტორი | ა. სამსონოვი |
მოქანდაკე |
პაველ ბონდარენკო ოლეგ კირიუხინი |
მასალა | ფოლადი |
გახსნის თარიღი | 5 ნოემბერი, 1971 |
ისტორია
რედაქტირებაკუიბიშევში (სამარის იმდროინდელი სახელწოდება) დიდების მონუმენტის აგება 1968—1971 წლებში მიმდინარეობდა და 1971 წლის 5 ნოემბერს ის საზეიმოდ გაიხსნა. ძეგლი ეძღვნება დიდი სამამულო ომის დროს კუიბიშების ავიამრეწველობის მუშების უდიდეს დამსახურებას. პროექტის ავტორები იყვნენ მოქანდაკე პაველ ბონდარენკო (კოლექტივის ხელმძღვანელი), მოსკოველი არქიტექტორი ა. სამსონოვი და მოქანდაკე ოლეგ კირიუხინი. ძეგლის დასადგმელად საჭირო ფინანსების შეგროვება მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობდა. კუიბიშევის ქარხნებისა და ფაბრიკების თითოეულმა მუშამ 1 მანეთი შესწირა მშენებლობას. ძეგლის მშენებლობისათვის შერჩეული ადგილი კუიბიშევის საქალაქო აღმასრულებელმა კომიტეტმა გამოყო.
უხვადლეგირებული ფოლადისგან დამზადებული დიდებული მონუმენტი, წარმოადგენს 40-მეტრიან კვარცხლბეკზე მდგომ, სახით მდინარე ვოლკისაკენ მიმართულ მუშის 13-მეტრიან ქანდაკებას. მაღლა აღმართულ ხელებში მუშას დიდი დახრილი ფირფიტები უჭირავს, რომელიც კუიბიშევში გამოშვებული სამხედრო თვითმფრინავების ფრებს ასახიერებს. მუშის ფიგურა მშრომელს გამოსახავს, ხოლო კვარცხლბეკი ცისკენ მიმავალ ნათელ სხივს. ძეგლის ახლოს დგას ამავე ავტორების მიერშექმნილი მემორიალური კომპლექსი „დამწუხრებული დედა“ და მარადიული ცეცხლი. ვოლგის სანაპიროდან და ვოლგის გამზირიდან დიდების მონუმენტამდე კიბე მიუყვებოდა.
ოფიციალურთან ერთად ძეგლმა ხალხში არაოფიციალური სახელიც მიიღო, მაგალითად, რომან „ოქროს ხბოს“ პერსონაჟის საპატივმცემლოდ „პანიკოვსკი ბატით“ და „ფრთები“. ხანდახან ეს ძეგლი გაგარინის ძეგლში ეშლებათ.
ინტერნეტ-რესურსები
რედაქტირება- Ленинский район. История района. Администрация городского округа Самары. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-29. ციტირების თარიღი: 2015-01-20.
- Монумент Славы. Самарская губерния. История и культура. ციტირების თარიღი: 2015-01-20.
- Антон Черепок, Виталий Политов Как выглядит лицо рабочего с Монумента славы анфас. и Инфографика о монументе. «Другой город», 2016