გაგარინის ძეგლი ლენინის გამზირზე
გაგარინის ძეგლი (რუს. Памятник Гагарину) — ძეგლი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში. ნამუშევარი მოქანდაკე პაველ ბონდარენკოს ეკუთვნის და 1980 წლის 4 ივლისს გაიხსნა. ძეგლი დამზადებულია ტიტანის მასალისაგან. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს ლითონი გამოიყენება კოსმოსური ხომალდების დასამზადებლად. გაგარინის ძეგლს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენილი ძეგლის სტატუსი[1].
გაგარინის ძეგლი Памятник Гагарину | |
---|---|
ფაილი:ПамятникГагарину(фрагмент),Москва IMG 2004 e1sm 2006.jpg | |
კოორდინატები | 55°42′29″ ჩ. გ. 37°34′57″ ა. გ. / 55.70806° ჩ. გ. 37.58250° ა. გ. |
მდებარეობა | მოსკოვი, რუსეთი |
მოქანდაკე | პაველ ბონდარენკო |
მასალა | ტიტანი |
დაწყების თარიღი | 1980 |
გახსნის თარიღი | 4 ივლისი, 1980 |
მიძღვნილია | იური გაგარინი |
აღწერა
რედაქტირებაგაგარინის ძეგლი ლენინის გამზირზე 1980 წელს ზაფხულის ოლიმპიადისთვის დაიდგა[2]. ძეგლის ავტორები არიან: მოქანდაკე პაველ ბონდარენკო, არქიტექტორები იაკობ ბელოპოლსკი, ფ. გაჟევსკი, კონსტრუქტორი ა. სუდაკოვი[3]. მაღალ კვარცხლბეკზე დამონტაჟებულია ტიტანისაგან დამზადებული იური გაგარინის ძეგლი. მისი სიმაღლე - 42,5 მეტრი, ხოლო წონა 12 ტონას შეადგენს[2]. ძეგლის ძირში დამონტაჟებულია ხომალდ „ვოსტოკის“ ჩამოსაშვები აპარატის ასლი, რომლითაც 1961 წლის 12 აპრილს იური გაგარინმა კოსმოსში პირველი ფრენა განახორციელა[3].
ძეგლის დადგლის ადგილი შემთხვევით არ შერჩეულა — სწორედ ლენინის გამზირის გავლით შემოვიდა ქალაქში ვნუკოვოს აეროპორტიდან დაბრუნებული იური გაგარინი, რათა სკკპ ცკ-სთვის კოსმოსში პირველი ფრენის შედეგების შესახებ მოხსენება გაეკეთებინა[4]. გაგარინის მოედანი მოსკოვში ერთ-ერთი უდიდესია. არქიტექტორების ჩანაფიქრით ძეგლის დანახვა მოსკოვის წრიული საავტომობილო გზიდანაც უნდა ყოფილიყო შესაძლებელი[2]. ითვლება, რომ ძეგლის სხვა მხარეს გადაადგილების შემთხვევაში ავტორის ჩანაფიქრი დაირღვევა.
ავტორებმა დახმარებისათვის რუსეთის საავიაციო მასალების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტებს მიმართეს, რომელთაც ძეგლისათვის რეკომენდაცია ტიტანის სამსხმელო შენადნობ ВТ5Л-ს გაუწიეს, როგორც ყველაზე ტექნოლოგიურ და მბრწყინავი ზედაპირის მქონეს.
ძეგლი უმოკლეს დროში დამზადდა ბალაშიხის სამსხმელო-მექანიკურ ქარხანაში. შეკვეთაზე მუშაობა 1979 წელს დაიწყო.იური გაგარინის ტიტანის ძეგლი 238 ჩამოსხმული სეგმენტისგან აიწყო, რომლების ერთმანეთს ჭანჭიკებითა და შედუღებით დაუკავშირდა. ყველაზე დიდი პრობლემა ძეგლის ყველაზე დიდ სეგმენტთან — კოსმონავტის სახესთან დაკავშირებით წარმოიშვა. მისი წონა 300 კილოგრამს შეადგენდა, რაც ვაკუუმურ ღუმელში ერთი დნობისათვის დასაშვებ ნორმას მნიშვნელოვნად აჭარბებდა. იური გაგარინის ძეგლი მსოფლიოში პირველი ტიტანისგან დამზადებული დიდგაბარიტიანი ძეგლი გახდა[2][5].
გაგარინის ძეგლი მიმართულია ცისკენ. მაღალი კვარცხლბეკი კომპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილია და კოსმოსური რაკეტის სტარტს გამოხატავს[6]. ძეგლზე გაკეთებული წარწერა გვამცნობს:
1961 წლის 12 აპრილს საბჭოთა კოსმოსურმა ხომალდმა „ვოსტოკმა“, ბორტზე მყოფი ადამიანით დედამიწის გარშემო განახორციელა ფრენა. კოსმოსში გასული პირველი ადამიანი, — საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მოქალაქე იური ალექსეის ძე გაგარინი
ინტერნეტ-რესურსები
რედაქტირება- გაგარინის ძეგლი დაარქივებული 2011-09-07 საიტზე Wayback Machine.
- მოსკოვისძეგლები. გაგარინის ძეგლი ლენინის გამზირზე დაარქივებული 2011-10-28 საიტზე Wayback Machine.
- Внутри Гагарина
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Памятник Гагарину Ю.А.. reestr.answerpro.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-29. ციტირების თარიღი: 2012-04-28.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Титан из Подмосковья. ivanovo.kp.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-29. ციტირების თარიღი: 2011-05-01.
- ↑ 3.0 3.1 Памятник Гагарину в Москве может рухнуть. newsru.com (29 января 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-29. ციტირების თარიღი: 2011-05-01.
- ↑ Памятник Гагарину. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-07. ციტირების თარიღი: 2018-03-17.
- ↑ Искусство литья в XX веке. uzcm.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-29. ციტირების თარიღი: 2011-05-01.
- ↑ Памятники Москвы. Памятник Ю. А. Гагарину на Проспекте Ленина. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-28. ციტირების თარიღი: 2018-03-17.