დიდბატონის ეკლესია

დიდბატონის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ მატნის ჩრდილო-დასავლეთით 600-700 მეტრზე, მთის ტყიან ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (9,2 X 6,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. გარედან წყობის ქვედა ერთი რიგი გამოყვანილია ტლანქად დამუშავებული შირიმის მოზრდილი ზომის ფილებით. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კონქის უმეტესი ნაწილი, თითქმის მთლიანადაა დანგრეული სამხრეთ კედელი, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლები 1,4-1,6 მეტრის სიმაღლეზე დგანან; ნაგებობის აღმოსავლეთ ნაწილი გადახრილია აღმოსავლეთით. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია, კედლის შუა ნაწილში (შემორჩენილია კვალი). აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აბსიდის ღერძზე, კვადრატული აგურით ნაწყობი სარკმლის თაღის ორივე ქუსლია შემორჩენილი. აფსიდაში ორი მცირე სწორკუთხა ნიშია.

ლიტერატურა რედაქტირება