დვანის სამაროვანი

დვანის სამაროვანი — ადრინდელი რკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. დვანთან, მდინარე ფრონის მარცხენა ნაპირას, მთის ფერდობზე, 1944-1945 წლებში გაითხარა (ხელმძღვანელი ს. მაკალათია) 14 ორმოსამარხი, რომელთა ნაწილი რიყის ქვის წრეებით იყო შემოწყობილი, ზოგიერთის იატაკიც რიყის ქვით იყო მოკირწყლული. დვანის სამაროვანის სამარხები ინდივუდუალური იყო. მხოლოდ ერთ სამარხში იპოვეს ერთად დაკრძალული 2 მიცვალებული. სამარხებში აღმოჩნდა მაღალხარისხოვანი შავპრიალა და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოსა და ვერცხლის ნივთები. ერთ-ერთ ორმოსამარხში დადასტურდა ცხენის თავ-ფეხის ჩატანების ფაქტი, რაც დაკრძალვის სკვითურ წესადაა მიჩნეული.

სამარხთა აღნაგობითა და არქეოლოგიური მასალით დვანის სამაროვანი ჰგავს სამთავროს სამაროვნის ზედა ფენის ორმოსამარხებს და თარიღდება ძვ. წ. VII - ძვ. წ. VI საუკუნეებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მაკალათია ს., დვანის ნეკროპოლი, თბ., 1948