დვანის ნამოსახლარი და სამარხი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

დვანის ნამოსახლარი და სამარხიარქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში, ადგილ სოლოფერდას ძირეებზე, ს. კოპაძის კარმიდამოში. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. მიწის სამუშაოების დროს გამოვლინდა შავად გამომწვარი, უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები.

ნამოსახლარზე შეინიშნება რიყის ქვის მშრალი წყობით ნაშენი შენობების საძირკვლის ნაშთები. ნამოსახლარი სოლოფერდას გორის ნამოსახლარის ერთ-ერთ უბანს წარმოადგენს.

სამარხში მიცვალებულები დაკრძალული იყო ხელფეხმოკეცილი, თავით ჩრდილო-დასავლეთისაკენ. აღმოჩნდა შავად გამომწვარი თიხის ჭურჭელი. მასალა დაცულია ქალაქ ცხინვალის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება