დვანის ნამოსახლარი და სამაროვანი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

დვანის ნამოსახლარი და სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში, ადგილ სოლოფერდაზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. სოლოფერდას ბორცვზე ხელოვნური თხრილით გამოყოფილია ბორცვის წვერი, რომლის ზედაპირი მოსწორებულია.

ნამოსახლარზე ჩანს რიყის და ნატეხი ქვის მშრალი წყობით ნაგებ შენობათა საძირკვლის ნაშთები.

სამაროვანი მდებარეობს ვ. ნადირაძის ვენახში. გამოვლინდა მიწის სამუშაოების დროს. ორმოსამარხებში მიცვალებულები დაკრძალულია მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, ხელფეხმოკეცილი, თავით ჩრდილო-დასავლეთისკენ. აღმოჩნდა ბრინჯაოს ფოთლისებური და კახური ტიპის სატევრები, აღმოსავლეთ ამიერკავკასიური ცული, შავად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, ღორის გახვრეტილი ეშვი და სხვა. მასალა დაცულია ქალაქ გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

სამარხი (ორმოსამარხი) მიცვალებული დაკრძალულია ხელფეხმოკეცილი, თავით ჩრდილოეთისაკენ. აღმოჩნდა ბრინჯაოს ორყურა ქუსლიანი ქვაბი დაშავად გამომწვარი თიხის ჭურჭელი. მასალა დაცულია სოფელ დვანის საშუალო სკოლაში.

ლიტერატურა

რედაქტირება