დვანის მეშვიდე ნასოფლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
დვანის მეშვიდე ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში , ადგილ წინაუბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. მიწის ხვნის დროს წლების მანძილზე ვლინდება წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, სქელკეციანი დიდი ზომის ქვევრისა და წისქვილის ქვის ფრაგმენტები. შენობათა შემორჩენილი საძირკვლის ნაშთები ნაგებია რიყის ქვის მშრალი წყობით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე .ა, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 367.