დვანის მეორე სამაროვანი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
დვანის მეორე სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში, სამნიფერდას ჩრდილო–აღმოსავლეთით, 100 მეტრზე, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანი ფეოდალური ხანით. წვიმისგან ჩამორეცხილ ფერდობებზე გამოჩნდა რამდენიმე სამარხი – კლდის ბრტყელი ფილაქვებით შედგენილი ქვაყუთები. სამარხში მიცვალებულები დაკრძალულია უინვენტაროდ ქრისტეს წესით, გამართული თავით დასავლეთისკენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 367.