დეპორტივო ლა-კორუნია (საფეხბურთო კლუბი)

(გადამისამართდა გვერდიდან დეპორტივო ლა კორუნია)

საფეხბურთო კლუბი „დეპორტივო“ (ესპ. Real Club Deportivo de la Coruña, გალ. Deportivo da Coruña) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1906 წელს, გალისიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ ლა-კორუნიაში. ასპარეზობს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში.

დეპორტივო ლა-კორუნია
სრული სახელი Real Club Deportivo de La Coruña, S.A.D.
მეტსახელი სუპერდეპორი (ესპ. Superdépor)
თეთრ-ლურჯები (გალ. Brancoazuis')
დაარსდა 1906; 118 წლის წინ (1906)
სტადიონი რიასორი
ლა-კორუნია, გალისია
(ტევადობა: 34,600 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ტინო ფერნანდესი
მწვრთნელი ესპანეთის დროშა პეპე მელი[1]
კაპიტანი ესპანეთის დროშა ლაურე
ლიგა პრიმერა დივიზიონი
2016-17 მე-16 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

1944 წლიდან საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ რიასორზე, რომელიც 34,600 მაყურებელს იტევს. ტრადიციული საშინაო ფორმა შეიცავს ლურჯ და თეთრ ზოლებს, ხოლო შორტების და გეტრების ფერი ლურჯია. „დეპორტივო ლა-კორუნიას“ აქვს დიდ ხნიანი მტრობა ადგილობრივ „სელტასთან“, მათ დაპირისპირებას გალისიური დერბი ეწოდება.

პრიმერა დივიზიონის ჩემპიონობა კლუბს მოპოვებული აქვს ერთხელ, 1999-00 წლების სეზონში, 5-ჯერ დაასრულა სეზონი მე-2 ადგილზე. 2-ჯერ გახდა ესპანეთის თასის გამარჯვებული, 1994-95 და 2001-02 წლების სეზონებში, ასევე 3-ჯერ მოიგო ესპანეთის სუპერთასი. „ლურჯ-თეთრები“ რეგულარულად იღებდნენ მონაწილეობას პრიმერა დივიზიონის გათამაშებაში ბოლო 20 წლის მანძილზე, 19 დან 16 სეზონში ასპარეზობა ცხრილის ზედა ნაწილში დაასრულეს. შედეგად „დეპორტივო“ რეგულარულად იღებდა მონაწილეობას ევროტურნირებზე, 5 სეზონი იღებდა მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგაზე, კლუბმა 2-ჯერ შეძლო 1/4 ფინალშ გასვლა, 2003-04 წლების სეზონში კი ნახევარფინალში გავიდა, სადაც „პორტუსთან“ დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში 1-0.

მიმდინარე შემადგენლობა

რედაქტირება

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე   არგენტინა ხერმან ლიუქსი
2 მცველი   ესპანეთი ხუანფრანი
3 მცველი   ესპანეთი ფერნანდო ნავარო
4 ნახევარმცველი   ესპანეთი ალექს ბეგრანტინიოსი
5 ნახევარმცველი   ესპანეთი პედრო მოსკერა
6 მცველი   ესპანეთი რაულ ალბენტოსა
7 თავდამსხმელი   ესპანეთი ხოსელუ
8 ნახევარმცველი   თურქეთი ემრე ჩოლაქი
9 თავდამსხმელი   კოლუმბია მარლოს მორენო
10 თავდამსხმელი   რუმინეთი ფლორინ ანდონე
11 ნახევარმცველი   ესპანეთი კარლეს ხილი
12 მცველი   ბრაზილია სიდნეი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
13 მეკარე   პოლონეთი პშემისლავ ტიტონი
14 მცველი   ესპანეთი ალეხანდრო არიბასი
15 მცველი   ესპანეთი ლაურე (კაპიტანი)
16 მცველი   პორტუგალია ლუიზინიუ
19 ნახევარმცველი   მაროკო ფაიჩალ ფაირი
20 ნახევარმცველი   ბრაზილია გილიერმე
21 ნახევარმცველი   პორტუგალია ბრუნუ გამა
22 ნახევარმცველი   კოსტა-რიკა სელსო ბორხესი
23 ნახევარმცველი   კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა გაელ კაკუტა
24 ნახევარმცველი   ნიდერლანდები ოლა ჯონი
25 მეკარე   ბელგია დავი რუფი
28 თავდამსხმელი   ესპანეთი პინჩელა

ტიტულები

რედაქტირება

ინდივიდუალური

რედაქტირება
1992–93 –   ბებეტო (29 გოლი)
2001–02 –   დიეგო ტრისტანი (21 გოლი)
2002–03 –   როი მაკაი (29 გოლი) (მოიგო ევროპის ოქროს ბუცი)
1941–42 –   ხუან აკუნია
1942–43 –   ხუან აკუნია
1949–50 –   ხუან აკუნია
1950–51 –   ხუან აკუნია
1953–54 –   ხუან ოტერო
1992–93 –   ფრანსისკო ლიანიო (გაზიარებული ტიტული სანტიაგო კანისარესთან ერთად)
1993–94 –   ფრანსისკო ლიანიო
1996–97 –   ჟაკ სონგო'ო

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Official: Pepe Mel new Deportivo coach“ (ესპანური). Eurosport. 27 თებერვალი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)