ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დანიელ კალუია (ინგლ. Daniel Kaluuya; დ. 24 თებერვალი, 1989 წელი) არის ბრიტანელი მსახიობი და მწერალი. კალუიამ კარიერა დაიწყო თინეიჯერულ ასაკში. მისი პირველი სასცენო გამოსვლა იყო იმპროვიზაციულ თეატრში. შემდგომში იგი გამოჩნდა ბრიტანული სატელევიზიო სერიალის — "Skins"-ის პირველ ორ სეზონში, რომელშიც იგი რამდენიმე ეპიზოდის თანაავტორი იყო. დანიელმა ლონდონის სამეფო კორტის თეატრში ითამაშა მთავარი როლი Sucker Punch - ში , კალუიამ განსაკუთრებით დიდი შექება მიიღო პროფესიონალური შესრულებისთვის და მან მოიგო Evening Standard Award -ის პრემია, ასევე კრიტიკოსებმა ახალბედა მსახიობი დააჯილდოვეს Circle Theatre Award - ის პრემიით.

დენიელ კალუია

ადრეული წლები

რედაქტირება

დანიელ კალუია დაიბადა 1989 წლის 24 თებერვალს, ლონდონიში. მიუხედავად იმისა, რომ იგი დაიბადა და გაიზარდა დასავლეთ ლონდონში, კალუიას ორივე მშობელი უგანდიელია. დანიელი დედასთან და უფროს დასთან ერთად გაიზარდა, ხოლო მამა უგანდაში ცხოვრობდა.

კალუია სწავლობდა ლონდონის წმინდა ალოისიუსის კოლეჯში. მან თავისი პირველი პიესა დაწერა 1998 წელს და კარიერა დაიწყო იმპროვიზაციული თეატრის სპექტაკლით. დანიელი აღიარებს, რომ მსახიობობა არ უსწავლია, რადგან არ შეეძლო სამსახიობო სკოლაში წასვლა.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

დანიელ კალუია არ არის დაქორწინებული და არ ჰყავს შვილი. ის ხანგრძლივ სასიყვარულო ურთიერთობაშია თავის შეყვარებულთან - ამანდლასთან. წყვილი 2018 წელს დაესწრო ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიალს, სადაც იგი ნომინირებული იყო ფილმ — "Get Out"-ში შესრულებული როლისათვის.

კალუია თავის მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობს დასავლეთ ლონდონში. წყვილს კარგი ურთიერთობა აქვს. ის არ არის აქტიური სოციალურ ქსელებში.

დენიელ კალუიამ სადებიუტო როლი შეასრულა BBC - ის დრამაში "Shoot the Messenger". მან ითამაშა პოშ კენეტის როლი ბრიტანულ თინეიჯერულ დრამაში — "Skins". დანიელი ასევე იყო "Skins"-ის რამდენიმე ეპიზოდის თანაავტორი.

კალუიამ მეორეხარისხოვანი როლები ითამაშა ბევრ პოპულარულ სერიალში, მათ შორის — Silent Witness, the Doctor Who special "Planet of the Dead" და "Lewis". დენიელმა გაახმოვანა პერსონაჟი მარკ უოკერი BBC Radio - ს 4 სიტკომში.

კალუიამ შეასრულა მთავარი როლი ბრიტანულ დრამაში — "Sucker Punch". დრამა პირველად დაიდგა ლონდონის სამეფო კორტის თეატრში 2010 წელს. მან თავისი როლის პროფესიონალური შესრულებისათვის მოიგო Evening Standard Award და Critics 'Circle Theater Award.

2009 წელს კალუიამ შეასრულა მაიკლ ფრაის როლი BBC - ს საშინელებათა ფილმში "Psychoville". სერიალი ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დანიელ კალუია ბევრ მოკლემეტრაჟიან ფილმში გამოჩნდა 2011 წლიდან 2013 წლამდე. 2010 წელს მან ითამაშა ფილმში — "Baby" . ფილმი გამოვიდა 2010 წლის 19 იანვარს, Sundance Film Festival– ზე.

დანიელი აგენტ ტაკერის როლში გამოჩნდა 2003 წლის ფილმის "Johnny English" - ის გაგრძელებაში, სახელწოდებით — Johnny English Reborn (2011). შემდეგ წელს მან განასახიერა მაკ არმსტრონგი BBC - ს დრამატულ სერიალში — "The Fades".

კალუუამ 2013 წელს ითამაშა "შავი სიკვდილის" როლი სუპერგმირულ-კომედიურ ფილმში — "Kick-Ass 2". 2015 წელს დანიელი გამოჩნდა FBI-ის აგენტის როლში თრილერულ ფილმში — "Sicario".

2017 წელს დანიელ კალუიამ შეასრულა კრის ვაშინგტონის როლი ამერიკულ საშინელებათა ფილმში — "Get Out". მან იმონაწილევა ცნობილ მსახიობებთან: ალისონ უილიამსთან, ბრედლი უითფორდთან, ქალებ ლენდრი ჯონსასთან და სტივენ როუთთან ერთად. ფილმი გადაღებულია 4,5 მილიონი დოლარის ბიუჯეტით და გამოიმუშავა 254,9 მილიონი დოლარი.

2018 წელს დენიელი გამოჩნდება ფილმში — „Widows“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

https://articlebio.com/daniel-kaluuya

https://www.ourbiography.com/daniel-kaluuya/[მკვდარი ბმული]

https://celebsgraphy.com/daniel-kaluuya/#Personal_Life დაარქივებული 2023-11-26 საიტზე Wayback Machine.

https://biog.com/biography/daniel-kaluuya

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დენიელ_კალუია“-დან