დემნა შენგელაია

ქართველი მწერალი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შენგელაია.

დემნა კონსტანტინეს ძე შენგელაია (დ. 21 მაისი [ ძვ. სტ. 9 მაისი], 1896, სოფელი საჭილაო, სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 7 დეკემბერი, 1980, თბილისი) — ქართველი მწერალი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969).

დემნა შენგელაია
დაბადების თარიღი 9 (21) მაისი, 1896
დაბადების ადგილი პირველი მაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 7 დეკემბერი, 1980(1980-12-07) (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ხალხთა მეგობრობის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი
მეუღლე ქეთევან გოგოძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

თავდაპირველად სასწავლებლად თბილისის რკინიგზის სკოლაში მიაბარეს, შემდგომ კი ქართულ გიმნაზიაში გადაიყვანეს, რომელიც 1917 წელს დაასრულა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დემნა შენგელაია სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა, თუმცა რამდენიმე თვეში უკან დაბრუნდა და 1917–1919 წლებში, როგორც საქართველოს შეიარაღებული არმიის რიგითი ჯარისკაცი, მონაწილეობას იღებდა სამხრეთის ფრონტზე მიმდინარე საომარ ოპერაციებში, სადაც დაჭრილა კიდეც.

1920 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტზე, მაგრამ 1922 წელს სწავლას თავი დაანება და აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობას შეუდგა. 1932 წელს დემნა შენგელაია სასწავლებლად შედის თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გეოლოგიის ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ გატაცებით ეუფლებოდა ახალ სპეციალობას, სამი წლის შემდეგ თავი მიანება სწავლას და შემოქმედებით მოღვაწეობაზე გადაერთო.

სხვადასხვა დროს იყო სამწერლო ორგანიზაციის პრეზიდიუმისა და ლიტერატურული ჟურნალ–გაზეთების რედკოლოგიათა წევრი, „მწერალთა რესპუბლიკურ და საკავშირო ყრილობათა“ დელეგატი, პროზისა და მთარგმნელობითი სექციების ხელმძღვანელი, გამომცემლობა „ზარია ვოსტოკას“ მთავარი რედაქტორი, მეორე მსოფლიო ომის წლებში ფრონტული გაზეთის რედაქტორი და სხვ.

აქტიური ლიტერატორული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დემნა შენგელაია დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით. 1969 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან პანთეონში დაკრძალულები არიან:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 369, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება