დემეტრე თავდადებულის ფელსი

დემეტრე თავდადებულის ფელსი — საქართველოს მეფე დემეტრე II-ის (1271–1289) სახელით მოჭრილი სპილენძის მონეტა (ფელსი). შუბლზე ორნამენტული ჩარჩოს ცენტრში მოთავსებულია დაქარაგმებული ასომთავრული წარწერა „დემეტრე“, ჩარჩოს გარეთ — „მეფეთა მეფე“, ზურგზე, ცენტრში მოთავსებული ორნამენტული ნიშნის ირგვლივ, წარწერაა „გურწამს მამაჲ ძეჲ და სული წმიდაჲ“. ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969