ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფელსი (ბერძ. follis) — სპილენძის მონეტა. აღმოჩენილია თბილისში. ფელსი ბიზანტიაში იხმარებოდა ტექნიკურ-სახაზინო ტერმინად სპილენძის მონეტისთვის. იქვე შეიძინა ორმაგი მნიშვნელობა:

  1. გარკვეული სამონეტო ერთეულისა და
  2. საერთოდ სპილენძის მონეტისა.

ტერმინი ასევე ორმაგი მნიშვნელობით გადავიდა სპარსეთში. აქედან მომდინარეობს ქართული ფულის სახელწოდება. საქართველო რუსეთთან შეერთებამდე ფელსი აღნიშნავდა როგორც გარკვეულ სამონეტო ერთეულს, ისე ფულს საერთოდ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 867
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფელსი“-დან