დელკანი
დელკანი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (სალბიერის თემი), ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 1250 მეტრზე. ახალგორიდან დაშორებულია 9 კმ-ით. 2002 წლის აღწერით იყო 5 მცხოვრები. მოხსენიებული აქვს იოჰან გიულდენშტედტს (1772) სოფელთა სიაში.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.