ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დევიკა რანი ჩოდჰური რერიხი (ინგლ.Devika Rani Choudhuri Roerich 30 მარტი 1908, ვიშაკჰაპანტამი — 9 მარტი 1994, ბანგალორი) — ინდოელი მსახიობი, "ინდური ეკრანის პირველი ლედი.".[1] მეორე ქორწინებაში (1945 წლიდან) სვიატოსლავ რერიხის მეუღლე (1993 წ.).[2]

დევიკა რანი
დაბადების თარიღი 30 მარტი, 1908
ვიშაკხაპატნამიბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 9 მარტი, 1994 (85 წელის)
ბანგალორი, ინდოეთი
მოქალაქეობა

ბრიტანეთის ინდოეთის დროშა ბრიტანეთის ინდოეთი

ინდოეთის დროშა ინდოეთი
პროფესია მსახიობი

ადრეული წლები, განათლება

რედაქტირება
 
ჰიმანსუ რაი, დევიკა რანი თაგორთან ერთად- ბერლინი, 1931 წ.

დევიკა ჩოდჰური (რანი მხატვრული ფსევდონიმია) იყო რაბინდრანათ თაგორის დის შვილიშვილი.[3] მისი მამა, პოლკოვნიკი მ.ნ. ჩოდჰური გახლდათ მადრასის სამედიცინო განყოფილების პირველი ინდოელი უფროსი (1996 წლიდან ჩენაი).[4]

დევიკა სწავლობდა ლონდონის კერძო სკოლაში .ამავე დროს მან შეისწავლა სხვადასხვა ხელოვნება (მუსიკა, თეატრი, დიზაინი, არქიტექტურა). უკვე სკოლაში მან მიიღო ჯილდო დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიისგან .სკოლის დამთავრების შემდეგ,  საკონკურსო წესით ჩააბარა დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში (ინგლ.RADA) და სამეფო მუსიკალურიაკადემიაში. დაამთავრა გამოყენებითი ხელოვნების კურსები. იგი მუშაობდა ლონდონის სამხატვრო სტუდიაში ქსოვილების მოხატვაზე.

მან მონაწილეობა მიიღო BBC- ის პირველ გადაცემაში, უმასპინძლა BBC- ს მოკლე ტალღურ რადიო გადაცემებს ინდოეთში. 1926 წელს  დაიწყო მუშაობა კინოში, როგორც მხატვარმა-გამფორმებელმა (ფილმი "შუქი აზიიდან" ბუდა შაკიამუნის ცხოვრების შესახებ).

კინოკარიერა

რედაქტირება
 
დევიკა რანი 2011 წლის საფოსტო მარკა

პირველი ქმარი (1929 წლიდან 1940 წლამდე) - ჰიმანშუ რაი  (1892-1940), ინდური კინოს ერთ-ერთი პიონერი. სწორედ რაიმ დაინახა მეუღლეში მსახიობი. ფილმის „კარმა“ (1933) გამოსვლის შემდეგ დევიკა რანი პირველი მასშტაბის ვარსკვლავი გახდა. გადაღებულია დიდ ბრიტანეთისა და გერმანიის სტუდიებში. გერმანიაში ნაცისტების მიერ ძალაუფლების აღების შემდეგ, წყვილი დაბრუნდა ინდოეთში (მაშინ ბრიტანეთის ინდოეთი) და 1934 წელს დააარსა ქვეყნის პირველი ხმის სტუდია  Bombay Talkies. რაის გარდაცვალების შემდეგ დევიკა რანი, როგორც სტუდიის ხელმძღვანელმა, წარმოებაში რამდენიმე ფილმი ჩაუშვა, რომელთაგან ყველაზე დიდი წარმატება ხვდა „კისმეთს“ (1943)

1945 წელს მან დატოვა კინო.

სვიატოსლავ რერიხი

რედაქტირება
 
დევიკა რანი ვატკანში-1938 წელი.

1944 წელს დევიკა რანი შეხვდა მხატვარ სვიატოსლავ რერიხს, ნიკოლოზ რერიხის უმცროს ვაჟს, როდესაც მას ერთ-ერთ ფილმზე მუშაობისას ახალი დეკორაციები დასჭირდა, რისთვისაც  მხატვარს მიმართა. 1945 წელს სვიატოსლავ რერიხი და დევიკა რანი დაქორწინდნენ კულუს ხეობაში. ქორწილის დროს, ხეობის 365 ტაძარმა თავისი წარმომადგენელი გაგზავნა გოგონას მისასალმებლად. დევიკა რანი არა მხოლოდ ქმრის თანამგზავრი გახდა ინდური კულტურისა და ფოლკლორის შესწავლის პროცესში, იგი მისი მუზა იყო.[5][6]

ინდოეთის ეროვნულმა ლიდერმა და პოეტმა საროჯინი ნაიდუმ,მაჰათმა განდის თანამოაზრემ, დევიკას "ჯადოსნური რომანტიკული ყვავილი" უწოდა.

ჯილდოები

რედაქტირება

1958 წელს ინდოეთის პრეზიდენტმა დევიკა რანს გადასცა პადმა შრის პრემია, ქვეყნის მეოთხე უმაღლესი სამთავრობო პრემია. 1970 წელს მას მიენიჭა პირველი დადასახება ფალკეს საპატიო პრემია, ინდოეთის კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის

უცხოურ ჯილდოებში შედის ჯავაჰარლალ.ნეჰრუს სახელობისსაბჭოთა პრემია (1989) და ბულგარეთის საიუბილეო მედალი (1984).

ლიტერატურა

რედაქტირება

გარე ბმულები

რედაქტირება
  1. Kohli, Suresh (15 April 2014). "Indian cinema's prima donna". The Deccan Herald. Archived from the original on 16 April 2014. Retrieved 15 April 2014.
  2. Varma, Madhulika (26 March 1994). "Obituary: Devika Rani". The Independent. Archived from the original on 9 April 2014. Retrieved 8 April 2014.
  3. "B-town women who dared!". The Hindustan Times. Archived from the original on 29 April 2014. Retrieved 28 April 2014.
  4. Tagore family Archived 24 October 2014 at the Wayback Machine
  5. "Devika Rani Roerich"[მკვდარი ბმული]. Sarasota Herald-Tribune. 11 March 1994. Retrieved 28 April 2014.
  6. Rohith B. R. (19 February 2014). "Roerichs' Tataguni estate to get a new life". The Times of India. Archivedfrom the original on 21 February 2014. Retrieved 15 April2014.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დევიკა_რანი“-დან