დებო
დებო (ფრანგ. Débo) — ტბა მალის ცენტრალურ ნაწილში. იქმნება სეზონური წყალდიდობების დროს მდინარე ნიგერზე.
დებო | |
---|---|
ფრანგ. Débo | |
კოორდინატები: 15°20′40″ ჩ. გ. 4°11′45″ დ. გ. / 15.34444° ჩ. გ. 4.19583° დ. გ. | |
მდებარეობა | მალი |
ფართობი | 160 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | ნიგერი |
გამომდინარე მდინარე | ნიგერი |
მდებარეობს დაახლოებით 95 კმ-ით ჩრდილოეთით ქალაქ მოპტიდან და 200 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით ქალაქ ტომბუქტუდან. ეს ყველაზე დიდია იმ ტბებს შორის, რომლებიც იქმნება მდინარე ნიგერის ადიდების შედეგად და მალის ყველაზე უფრო დიდი ბუნებრივი ყბაა. ტბის საშუალო ფართობი შეადგენს 160 კმ²-ს. დებო ყველაზე უფრო დიდ ფართობს აღწევს წვიმიანი სეზონის დროს, მარტიდან სექტემბრის ჩათვლით.[1][2]
სეზონური წყალდიდობების დროს დებო გამოიყენება ბადეების დახმარებით თევზის დასაჭერად. მშრალი სეზონის პერიოდში ბევრი ეთნიკური ჯგუფი წყლის დასალევად ტბასთან აგროვებს მსხვილფეხა საქონლის ჯოგს.
დებო გადამფრენი ფრინველების გაჩერების მთავარი ადგილია. წყლისა და ჭაობის სავარგულების საკითხების იუნესკოს რამსარის კონვენციამ ტბას მიანიჭა საერთაშორისო მნიშვნელობის წყლისა და ჭაობის სავარგულების კლასიფიკაცია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Mamadi Dembélé, Entre Debo et Faguibine: étude sur la morphologie et la typologie des sites archéologiques d'une région lacustre au Mali, EHESS, Paris, 1986, 395 p. (thèse de 3e cycle d'Histoire et civilisations) (ფრანგული)
- Jean Gallais, Caractère de la vie agricole dans la zone Sud-Sahélienne: région des lacs Débo, Korienzé, Korarou: mission d'étude et d'aménagement du Niger, étude de géographie humaine, 1956-1957, Service de l'hydraulique de l'Afrique occidentale française, 1957, 159 p. (ფრანგული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Lac Débo. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 21 March 2013.
- ↑ Africa adventure 4. Update 019 April 24th, Debo Lake --Sunny Water World. Jinfeibao8844.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 22 March 2013.