გვიდობალდო და მონტეფელტრო

(გადამისამართდა გვერდიდან და მონტეფელტრო, გვიდობალდო)

გვიდობალდო და მონტეფელტრო (იტალ. Guidobaldo da Montefeltro) (დ. 1472, გუბიო, იტალია — გ. 11 აპრილი , 1508, ფოსომბრონე, იტალია) — ურბინოს ჰერცოგის ფედერიკო III და მონტეფელტროსა და მისი მეუღლის ბატისტა სფორცას ვაჟი და ურბინოს მე-4 ჰერცოგი 1482 წლიდან.

გვიდობალდო და მონტეფელტრო,
რაფაელის ნახატი

1489 წელს გვიდობალდომ იქორწინა ელიზაბეტა გონძაგაზე (1471–1526), მანტუის ჰერცოგის ფედერიკო I-ის ასულზე. ის და მისი მეუღლე ხელგაშლილ ცხოვრებას ეწოდნენ და რენესანსის ეპოქის დიდებულთა ცხოვრების კლასიკურ მაგალითს წარმოადგენდნენ. 1497 წელს ჩეზარე ბორჯამ გვიდობალდო თავისი მამულებიდან განდევნა, 1502 წელს კი საერთოდ ჩამოართვა კიდეც მემკვიდრეობით მიღებული მიწები. მომდევნო 1503 წელს ჩეზარეს მამის, პაპ ალექსანდრე VI-ის სიკვდილის და ბორჯების დამხობის შემდეგ გვიდობალდომ შეძლო უკან დაებრუნებინა თავისი საჰერცოგო.

მას მემკვიდრე არ შეძენია. ამიტომ თავისი დის, ჯოვანას ვაჟი ფრანჩესკო მარია I დელა როვერე იშვილა და ამით ურბინო დელა როვერეს დინასტიის ხელში გადავიდა, ვიდრე ის XVII საუკუნეში პაპის ოლქს არ შეურთდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bernardino Baldi: Vita e fatti di Guidobaldo I. da Montefeltro, duca d'Urbino; o.O. 1821.