გერმანიის დაწყებითი სკოლა

(გადამისამართდა გვერდიდან დაწყებითი სკოლა (გფრ))

დაწყებითი განათლება (გერმ. Grundschule) — გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 1960-იანი წლების დასასრულიდან მოყოლებული მოიცავს მანამდელი სახალხო სკოლების ქვედა - დაწყებით - კლასებს, რომელშიც დღესდღეობით ბავშვები I-დან IV კლასებამდე, ხოლო ბერლინსა და ბრანდენბურგში I-დან VI კლასებამდე დადიან. აქედან გამომდინარე, დაწყებითი განათლება მოიცავს ასაკს 6-დან 10-წლამდე, ან კიდევ შესაბამის მხარეებში 12-წლამდე.

განსხვავებით ბავშვთა ბაღისა, ანდა წინასასკოლო მომზადებისა დაწყებითი სკოლის გავლა და წარმატებით დასრულება სავალდებულოა, რომელზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობით პასუხისმგებლობა მშობლებს ეკისრებათ.

2011 წელს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 16 103 დაწყებითი სკოლა იყო.

ტერმინის ისტორია

რედაქტირება

გერმანულენოვან სივრცეში დაწყებითი სკოლის წინამორბედი იყო ე.წ. ელემენტარსკოლა. ელემენტარსკოლა სახელი ერქვა მას გერმანიის იმპერიამდეც და იმპერიის დროსაც. აღნიშნული სახელდება დღემდე შემორჩა ინგლისურს Elementary School-ის და იტალიურს scuola elementare-ის სახით. რაც შეეხება ცნება დაწყებითი სკოლას, იგი ე.წ. იმპერიის სასკოლო კონფერენციაზე იქნა შემოღებული ჯერ კიდევ 1920 წელს კანონით, რომელსაც "იმპერიის დაწყებითი სკოლის კანონი" ერქვა.

მიზნები და ამოცანები გერმანიის დაწყებით სკოლაში: რას უნდა დაეუფლოს ბავშვი ?

რედაქტირება

მთავარი საგნების - მათემატიკა, გერმანული, ცოდნა (ან კომპეტენციები. საგანი, რომელსაც გერმანულად "ზახკუნდე" ((e) Sachkunde, ან (e) Sachunterricht) ჰქვია, წარმოადგენს რაღაც საშუალოს გეოგრაფიას, ფიზიკასა და ხელსაქმეს შორის, და ერთგვარი შესავალი საგანი ამ საგნებში), მედია (პერსონალური კომპიუტერი) - შინაარსობრივი სპექტრი:

  • კითხვა და წერა (სალიტერატურო გრაფიის დაუფლება).
  • მიწოდებული ხელნაწერი ტექსტის დაუბრკოლებლად კითხვა და პირიქით, ნაკარნარნახევი, მაგრამ აგრეთვე ...
    • წაკითხული ტექსტის ჩაწერა, ან მთავარი ინფორმაციების ჩანიშვნა, როგორიცაა ვინ? რა? სად? როდის? რა მოხდა? როგორ მოხდა?.
  • ორთოგრაფია და წერილობითი გამოხატვის საშუალებები.
  • ელემენტარული მეხსიერების გამომუშავება.
  • საბაზისო ანგარიში 1-დან 1 000 000-მდე ფარგლებში.
  • გეომეტრიის საფუძვლები.
  • საათის ცნობა, მოთხრობილი ამბავის დროის ხანგძრლივობის გამოთვლა (აწმყოში, წარსულში, სამომავლოდ: ამა და ამ საქმის შესასრულებლად ამდენი და ამდენი დრო არის საჭირო, იყო საჭირო, იქნება საჭირო).
  • ელემენტარული ფიზიკალური, ქიმიური და ბიოლოგიური საფუძვლების დაუფლება და მათში ორიენტირება ყოველდღიურად მიმდინარე მოვლენათა მაგალითზე. (რატომ ვარდება ვაშლი ძირს, როდესაც მას ხელს ვუშვებ? რატომ ქრება სანთელი, როდესაც მასზე ჭიქას დავამხობ? რა დაემარტება ჩემს სხეულს, თუ დავეცი მუხლი გადამეტყავა და სისხლი მდის? და მისთ..)
  • სივრცობრივი და ნაწილობრივად ისტორიული ორიენტაცია ბავშვის საცხოვრებელ დასახლებაში. (დაახლ. 20 კმ-ს ფარგლებში).
  • გრაფიკის საფუძვლები (ელემენტარული ხაზვის წესები), მაგრამ აგრეთვე ხედვის თავისუფალი გამოხატვა.
  • მუსიკის საფუძვლები. (სასიმღერე ხმა, დასარტყმელი საკრავები).
  • საზოგადოებრივი მოძრაობის წესების აღზრდა. (გამოცდის ჩაბარება IV კლასში ველოსიპედის ტარებასა და ტარების წესების ცოდნაში).
  • ელემენტარული პოლიტიკური განათლება.
  • ფილოსოფიური საუბრების ჩანასახები. (საწყისი იმპულსები).
  • დემოკრატიული და სოციალური კომპეტენციებისა და დემოკრატიის მთავარი პრინციპების (კლასის სპიკერის არჩევა, კენჭის ყრა, საერთო აქტივობების შეთანხმება და ორგანიზება, მედიაცია და კონფლიქტების გადაწყვეტა.) შესწავლა-დაუფლება.
  • რაკი რელიგიის, როგორც სასკოლო საგნის სწავლება, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, გარანტირებულია, მას დაწყებით სკოლებში შეასწავლიან.
  • პერსონალურ კომპიუტერთან დამოუკიდებელი მუშაობა და ახალი მედიების აღმოჩენის უნარი. თუკი ბავშვები მე-2 კლასში თავიანთ პირველ ნაბიჯებს დგამენ კომპიუტერთან მუშაობის უნარების გამოსამუშავებლად, დაწყებითი სკოლისავე მე-4 კლასის მოსწავლეები უკვე მონაწილებას იღებენ პრაქტიკული ხასიათის (სავალდებულო) მეცადინეობებში, სადაც მათ საშუალება აქვთ დაეუფლონ ელექტრონულ მონაცემთა გადამუშავების საფუძვლებს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

(გერმანული) * დიაგნოზი დაწყებითი სკოლის მოსწავლეთათვის
(გერმანული) * დაწყებითი სკოლის გაერთიანება – დაწყებითი სკოლა, სამუშაო წრე
(გერმანული) * პოზიციათა ფურცელი დაწყებით სკოლაში განათლებისა და აღზრდის შესახებ დაარქივებული 2013-02-18 საიტზე Wayback Machine.
(გერმანული) * ღია გაკვეთილი – ინტერვიუ დაარქივებული 2017-09-14 საიტზე Wayback Machine.
(გერმანული) * მედიააღზრდა დაწყებით სკოლაში: ინფორმაცია, გაკვეთილის ნიმუშები და კომპიუტერის, ფოტო, ვიდეო, აუდიო ჩასატვირთი მასალები
(გერმანული) * დაწყებითი პორტალი: ინფორმაცია, სკოლების მისამართი, რჩევები ბავშვების სკოლაში შეყვანისა და შესაძლო პრობლემათა გადაწყვეტის მცდელობები დაწყებითი სკოლის თემატიკის ორგვლივ