დაქიურთა — ნასოფლარი კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თუშეთში, ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 50 კილომეტრში, ნასოფლარ გირევიდან 500 მეტრში.

სოფელი დაცარიელდა 1917 წლის შემდეგ. ამ დრომდე აქ 14-15 კომლი ცხოვრობდა, შემდეგი გვარის წარმომადგენლები: მოზაიძე, ხელიძე, ხუტიძე. ზოგი მათგანი ჩამოვიდა ბარში, თუშეთის მიმდებარე კახურ სოფლებში.

დაქიურთა თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მდებარეობს და იგი საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

ნასოფლარს 2018 წლის 10 ივლისის საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიანიჭეს[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ. 2004
  • გიორგი ბოჭორიძე, „თუშეთი“, თბ., 1993
  • სერგი მაკალათია, „თუშეთი“, თბ., 1983