დასავლეთ პომერანიის ლაგუნების ეროვნული პარკი

დასავლეთ პომერანიის ლაგუნების ეროვნული პარკი (გერმ. Nationalpark Vorpommersche Boddenlandschaft) — გერმანიის მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარის უდიდესი ეროვნული პარკი, მდებარეობს ბალტიის ზღვის სანაპიროზე. მოიცავს ბალტიის ზღვის რამდენიმე კუნძულსა და ნახევარკუნძულს და მიეკუთვნება წინა პომერანია-რიუგენის რაიონს.

დასავლეთ პომერანიის ლაგუნების ეროვნული პარკი

Nationalpark Vorpommersche Boddenlandschaft

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა გერმანიის დროშა გერმანია
უახლოესი ქალაქი როსტოკი, შტრალზუნდი
კოორდინატები 54°28′ ჩ. გ. 13°00′ ა. გ. / 54.467° ჩ. გ. 13.000° ა. გ. / 54.467; 13.000
ფართობი 805 კმ²
დაარსდა 1990

ეროვნული პარკი მოიცავს:

  • დარსის ნახევარკუნძულს
  • კუნძულ რიუგენის დასავლეთ სანაპიროს
  • კუნძულ ჰიდენზეეს
  • კუნძულ უმანცს
  • რამდენიმე მცირე კუნძულს ზემოთ ჩამოთვლილ ადგილებს შორის

ეროვნული პარკი ხასიათდება თავთხელი წყლებით, სადაც სანაპირო ზოლის ფაუნის უნიკალური წარმომადგენლები ცხოვრობენ. პარკის ყველა ნაწილი წარმოადგენს ათობით ათასი წეროსა და ბატის შესასვენებელ ადგილს.

ეროვნული პარკის მთლიანი ფართობი 805 კმ²-ია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: