დასავლეთი ჯანღა
დასავლეთი ჯანღა, დასავლეთი ჯანგითაუ — მწვერვალი საქართველოს მესტიის მუნიციპალიტეტისა და რუსეთის ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო საზღვარზე.[1] მდებარეობს სვანეთის კავკასიონზე, კათინთაუსა და ჯანღას შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 5059 მ.[1] კავკასიონის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალი. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. განვითარებულია ალპინიზმი.[2]
დასავლეთი ჯანღა | |
---|---|
კოორდინატები: 43°01′09″ ჩ. გ. 43°03′06″ ა. გ. / 43.01917° ჩ. გ. 43.05167° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 5059 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 59 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ლანდშაფტი | ნივალური |
ამგებელი ქანები | გრანიტოიდი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Jangi-Tau - West Peak, Russia/Georgia Peakbagger.com
- ↑ სტატიიდან ჯანღა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 540.