დარიჩინის ფუნთუშა

საკონდიტრო ნაწარმი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დარიჩინის ფუნთუშა (ან დარიჩინის რულეტი, დარიჩინის ლოკოკინა) არის ტკბილი ფუნთუშა, რომელიც ყველაზე გავრცელებულია ჩრდილოეთ ევროპაში (ძირითადად სკანდინავიაში) და ჩრდილოეთ ამერიკაში[1]. შვედეთში მას კანელბულეს (kanelbulle) უწოდებენ, დანიაში - კანელსნეგლს (kanelsnegl)[2], ნორვეგიაში სკილინგბოლერს (skillingsbolle), კანაბოლეს (kanelbolle) ან კანელსნურს (kanelsnurr), ხოლო ფინეთში ცნობილია როგორც კორვაპუუსტი (korvapuusti).

დარიჩინის ფუნთუშა

შემადგენლობა

რედაქტირება

დარიჩინის ფუნთუშა შედგება საფუარიანი ცომისგან, წვრილი კარაქის ფენით, რომელსაც დარიჩინისა და შაქრის ნაზავით (და ზოგიერთ შემთხვევაში ქიშმიშის ან სხვა ინგრედიენტების თანხლებით) ფარავენ ზემოდან. შემდეგ ცომს რულეტის ფორმას მისცემენ, ინდივიდუალურ ნაწილებად ჭრიან და აცხობენ ან წვავენ ზეთით სავსე ქვაბში. მისი ძირითადი ინგრედიენტებია ფქვილი, დარიჩინი, შაქარი და კარაქი, რომლებიც განსაკუთრებით ამძვინვარებს დარიჩინის ფუნთუშას ძლიერ და ტკბილ არომატს.

წარმოშობა

რედაქტირება

თავდაპირველად, რომაელმა ვაჭრებმა შემოიტანეს ევროპაში შრი ლანკური დარიჩინი.

შემდგომში, შვედეთმა დაიწყო მისი გამოყენება საკონდიტრო ნაწარმში და მალე განავითარა კიდეც კანებულე (დარიჩინის ფუნთუშა)[3]. 1999 წლიდან, 4 ოქტომბერი გამოცხადდა დარიჩინის ფუნთუშის დღედ (Kanelbullens dag)[4]. შვედური კანებულეს ცომი, როგორც წესი, შეიცავს კარდამონს (ფხვნილს ან კვირტებს), რაც მას გამორჩეულ არომატს ანიჭებს.

ყველგან სხვადასხვა ზომის დარიჩინის ფუნთუშებს ამზადებენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, მომმარაგებლები ამჯობინებენ პატარა დიამეტრის მქონე (დაახ. 5სმ) ფუნთუშებს, და უფრო მცირე რაოდენობით დიდი დიამეტრის მქონე ფუნთუშებს (10 სმ).გაცილებით უფრო დიდი ზომის დარიჩინის ფუნთუშები მოიძებნება ფინეთში - ფუნთუშების ადგილობრივი ვერსია კორვაპუუსტი(ნიშნავს "ყურის აწევას")[5], რომლის დიამეტრი შეიძლება იყოს 20 სმ, ხოლო წონა 200 გ-მდე.

 
კორვაპუუსტი

ჰაგა, გოტენბურგის ერთ-ერთი უბანი (შვედეთი), ძალიან ცნობილია აქ გავრცელებული დარიჩინის ფუნთუშების დიდი ზომის გამო. ამ დარიჩინის ფუნთუშებს ჰაგაბულარს (hagabullar)ან "სამზარეულოს დედოფალს" უწოდებენ. ჰაგაბულარის დიამეტრი, როგორც წესი, 30 სანტიმეტრი ან მეტია. მათი ზომისდა მიუხედავად, როგორც წესი, თითოეული ადამიანი ერთ მთელ დარიჩინის ფუნთუშას უკვეთავს და მიირთმევს[6].

ეროვნული ვარიაციები

რედაქტირება

ჩრდილოეთ ევროპაში გამაგრებულ შაქარს იყენებენ ფუნთუშას ზემოდან დეკორაციისთვის, თხელი კრემის ან დამდნარი შაქრის ნაცვლად. შვედური ბათერკაკა (Butterkaka) და ფინური ბოსტონკაკუ (bostonkakku) ('ბოსტონის ნამცხვარი') არის ტორტი, რომელიც მზადდება დარიჩინის ფუნთუშების გამოცხობით მრგვალ ტაფაზე, მათი სათითაოდ გამოცხობის ნაცვლად. ასეთი ცხობისას კეთდება ერთი დიდი ნამცხვარი[7].

 
დანიური კანელსნეგი

დარიჩინის ფუნთუშის ჰამბურგში და მის შემოგარენში გავრცელებული ფორმაა გერმანული ფრანცბროტჩენი (Franzbrötchen), რომელიც ფრანგულ კრუასანს წააგავს.

მისი ბრიტანული ვერსია წააგავს დანიურ ფუნთუშას და ცნობილია როგორც ჩელსის ფუნთუშა, რომელიც პირველად გამოჩნდა მე-18 საუკუნეში. დღესდღეობით ის საკმაოდ გავრცელებულია და ხელმისაწვდომია კაფეებში, სუპერმარკეტებსა და საცხობებში მთელი ბრიტანეთის გარშემო.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, დარიჩინის ფუნთუშებს თხელი კრემით ფარავენ, ხანდახან კი წვავენ, მინანქრით მორთავენ და მარკეტირებას როგორც დონატების ნაირსახეობას, ისე უწევენ. ასევე არსებობს რეგიონალური ვარიაციები: ამერიკის დასავლეთში, განსაკუთრებით კანზასში, დარიჩინის ფუნთუშებს ზოგჯერ ჩილის ურთავენ და მასთან ერთად ჭამენ[8].

კანადურ დარიჩინის ფუნთუშას არ ააქვს მინანქარი ან დამდნარი შაქარი, არც ქიშმიში. ხშირად, იმდენ დარიჩინს შეიცავს, რომ მწარე და ცხარეა.

ტრადიციები

რედაქტირება
 
შვედური ფუნთუშა

შვედეთში, დარიჩინის ფუნთუშებს ტრადიციულად მიირთმევენ ყავის შესვენების (ანუ ფიკას) დროს, რომელიც მეგობრებთან ერთად გატარებისთვისაა გამოყოფილი. დარიჩინის ფუნთუშის ეროვნული დღე (Kanelbullens dag) აღინიშნება 4 ოქტომბერს[9].

ჩრდილოეთ ამერიკაში დარიჩინის ფუნთუშას ჩვეულებრივ საუზმეზე ან დესერტად მიირთმევენ. საუზმეზე მას ხშირად თან აყოლებენ ნაღებს.