ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კრუასანი (ფრანგულად: croissant წარმოთქმა: [kʁwa.sɑ̃] მოსმენა) არის კარაქიანი, აფუებული ფქვილისგან გაკეთებული საკონდიტრო ცომეული, რომელსაც ავსტრიული წარმოშობა აქვს, მაგრამ უფრო ცნობილია ფრანგული სამზარეულოდან.[1] სახელი, მისი ფორმის გამო, მიიღო სიტყვა "crescent"-დან, რაც ქართულად ნახევარმთვარეს ნიშნავს. დამზადებულია საფუარიანი ფქვილისგან, რომელსაც ზემოდან კარაქით ფარავენ, რამდენჯერმე გადაკეცავენ, შემდგომში კი ფენებს ათხელებენ. მსგავსი მზადების პროცესი აუცილებელია ფენოვანი, ფანტლისებური ტექსტურისთვის, რომელიც კრუასანის მთავარი მახასიათებელია.

კრუასანი

ნახევარმთვარის ფორმის პურების გაკეთება რენესანსის პერიოდიდან დაიწყო, ხოლო მსგავსი ნამცხვრების გაკეთება, II–IV საუკუნეებიდან. კრუასანები დიდი ხანია გვხდება ავსტრიულ და ფრანგულ საკონდიტროებში, თუმცა თანამედროვე კრუასანების ფორმის ჩამოყალიბება მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა. 1970-იანი წლების დასასრულს განვითარდა ქარხანაში დამზადებული, გაყინული, წინასწარ ფორმამიცემული, მაგრამ გამოუცხობელი ცომი კრუასანების მოსამზადებლად, რამაც კრუასანები სწრაფი კვების ერთ-ერთ კერძად აქცია[2] ამერიკის ამ გამოგონების პასუხად, საფრანგეთში შეიქმნა კრუასანების საკონდიტროები, რომელთაგანაც აღსანიშნავია La Croissanterie საკონდიტროთა ჯაჭვი. დღესდღეობით, 2008 წლის სტატისტიკის მიხედვით, ფრანგული საკონდიტროების 30-40% გაყინულ ცომს იყენებს[3] კრუასანების დასამზადებლად[4].

კრუასანი ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში საუზმეზე მიირთმევა.

წარმოშობა და ისტორია

რედაქტირება
 
კიპფერლი

კიპფერლი, კრუასანის თავდაპირველი ვერსია, დაახლოებით მე-13 საუკუნიდან გვხვდება ავსტრიაში და მას ჰქონდა სხვადასხვა ფორმა.

კრუასანის გაჩენა უკავშირდება ვენოვაზური (ვენაში დამზადებული) ცომეულის გაჩენას, რომლის პირველი დადასტურებული ვერსიაც 1839 წელსაა დოკუმენტირებული, როცა ავსტრიელმა არტილერიის ოფიცერმა, აუგუსტ ზანგმა დააარსა ვენური საცხობი პარიზში[5]. ეს საცხობი მალე პოპულარული გახდა ფრანგებში, რამაც მისი მრავალი ახალი ვერსია გააჩინა.

დღესდღეობით, ყველაზე ადრეული კრუასანის დაწერილი რეცეპტი მე-20 საუკუნის დასაწყისს უკავშირდება. უკვე 1869 წელს, კრუასანი საზოგადოდ ცნობილი იყო როგორც სასაუზმე ნამცხვარი, 1872 წელს კი ის ჩარლზ დიკენსმა ახსენა ერთ-ერთ ნაწარმოებში[6].

ნაირსახეობები

რედაქტირება

გამოცხობამდე, კრუასანის ცომი შეიძლება იყოს ამოვლებული შოკოლადში, ნუშის კარაქში და ა.შ ასევე, კრუასანი შეიძლება შუაზე გაიჭრას და აივსოს სხვადასხვა ტკბილი ან მჟავე მასით. არომატს აძლევენ სხვადასხვა ხილით ან ხილის ჩირით. საფრანგეთში და ესპანეთში კრუასანები მიირთმევა შიგნით ყოველგვარი მასის ან ზემოდან კარაქის გარეშე, ან, იშვიათად, ნუშის ერთად. ა.შ.შ-ში, კრუასანებს ტკბილი შოკოლადით და ა.შ ავსებენ, ასევე, ზემოდან ტკბილი მასით ფარავენ. შეიძლება კრუასანების ლორით და ყველით ამოვსებაც. ლიბანში გვხვდება კრუასანები შოკოლადით, ყველით, თხილით. გერმანიაში, კრუასანებს ხანდახან მიირთმევენ ნუტელასთან ერთად.

 

კრუასანის იტალიური ვერსიაც არსებობს, კორნეტო ან ბრიოჩე. ფრანგული კრუასანი უფრო ხრაშუნა და კარაქიანია, მაშინ, როცა იტალიური ვერსია უფრო რბილი და ფუმფულაა. იტალიელები მას ავსებენ ჯემებით ან შოკოლადით, ზემოდან კი დაფქვილ შაქარს ამატებენ. კორნეტო, კაპუჩინოს ჭიქასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საუზმეა იტალიაში.

პოლონეთი

რედაქტირება

11 ნოემბერს, წმნიდა მარტინის დღე აღინიშნება პოლონეთში, განსაკუთრებით პოზნანიში. ამ დღეს მზადდება განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნახევარმთვარის ფორმის ტკბილეული świętomarcińskie, რომელიც თითქმის იდენტურია კრუასანისა და შევსებილია ნუშით, ქიშმიშით და ა.შ

ესპანეთი

რედაქტირება

ესპანეთში არსებობს კრუასანის ვერსია სახელწოდებით კუერნო, რომელიც ძირითადად ივსება კრემით.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კრუასანი“-დან