გერმანული სამზარეულო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გერმანული სამზარეულო მრავალი ადგილობრივი და რეგიონული სამზარეულოებისგან შედგება, როგორც დამახასიათებელია შედარებით დიდი ქვეყნებისთვის. თვითონ გერმანია უფრო მეტად დიდი კულტურული რეგიონის, ცენტრალური ევროპის ნაწილია. გერმანიას მეზობელ ქვეყნებთან, როგორებიცაა პოლონეთი და ჩეხეთი უამრავი საზიარო ტრადიცია აქვს. სამხრეთის რეგიონებში როგორებიცაა ბავარია და შვაბია შეხვდებით ავსტრიისა და შვეიცარიის სამზარეულოებისთვის დამახასიათებელ კერძებს.[1]

Blutwurst - ანუ სისხლის სოსისი კომბოსტოს მწნილთან და კარტოფილთან ერთად.

2015 წელს მიშლენის მეგზურმა 11 რესტორანს მიანიჭა უმაღლესი 3 ვარსკვლავი გერმანიაში, 28 რესტორანმა ორი ვარსკვლავი მიიღო, ხოლო 233-მა ერთი.[2] 2017 წლის ნოემბრისთვის, გერმანია მეოთხე ადგილზე იყო მიშელინის სამ ვარსკვლავიანი რესტორნების რაოდენობით, ჩამორჩებოდა რა იაპონიას, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს.[3]

ცხელი კერძები

რედაქტირება

საშუალოდ ერთი გერმანელი წელიწადში 59.7 კილოგრამ ხორცს მიირთმევს. ყველაზე ხშირია სახეობებია ღორის, საქონლის და შინაური ფრინველის ხორცი.

ხორცი როგორც წესი მოთუშულია. შემწვარი ხორცის კერძების ბუნებრივია არსებობს, თუმცა მათი რეცეპტები საფრანგეთიდან და ავსტრიიდან იღებს სათავეს. მაგარი ხორცის ნაჭრების დამარბილებელმა რამდენიმე ტექნიკამ ეროვნულ კერძს დაუდო სათავე. ამის მაგალითია ზაუაბღათენი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ღვინოსა და ძმარში დამარინადებულ საქონლის, ცხენის ან ირმის ხორცს შეიცავს.

გერმანიას სოსისების დამზადებას დიდი ისტორია აქვს. აქ მზადდება 1 500-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის სოსისი. მათი უმეტესობის გარსი ღორის, ცხვრის ან ბატკნის ნაწლავებია. ყველაზე ხშირ და პოპულარულ სოსისის ტიპებს მიეკუთვნება:

Bratwurst — ღორის ხორცითა და სანელებლებით მზადდება.

ვენური - შესაძლოა იყოს ღორის ან საქონლის ხორცით. დაბალ ტემპერატურაზე შეიბოლება.

Blutwurst — სისხლის სოსისი, დამზადებულია ღორის ან ბატის სისხლით, ღორის კანითა და ქერით.

სტრუქტურა

რედაქტირება
 
გერმანული სოსისებისა და ყველის ასორტიმენტი

საუზმე (გერმ. Frühstück) უმეტესად შედგება შემდეგი საკვებისაგან: პური, კარაქი ან მარგარინი, თხლად დაჭრილი ყველი და ძეხვეული, ჯემი, თაფლი და კვერცხები (როგორც წესი მოხარშული). გერმანული საუზმე უხვი და ნოყიერია. ლორი, დამარილებული ხორცეული, Leberwurst ანუ ღვიძლის სოსისი, ყველი გაუდა, მდნარი ყველი და ა.შ ტიპურ გერმანულ საუზმეს განეკუთვნებიან. რაც შეეხება სასმელს, საუზმეზე გერმანელები ძირითადად ყავას, ჩაის, რძეს, კაკაოს ან ხილის წვენს მიირთმევენ.

ტრადიციულად დღის მთავარი დრო კვებისთვის ლანჩია (Mittagessen), რომელსაც გერმანელები დაახლოებით შუადღეს (12:00 საათზე) მიირთმევენ. სადილი ანუ Abendessen, ყოველთვის უფრო მომცრო იყო ლანჩთან შედარებით და საუზმეს წააგავდა. სადილზეც პურების, სოსისებისა და ყველის ასორტიმენტი გვხვდება, რაიმე ბოსტნეულითა და შესაძლოა სენდვიჩთან ერთად. ასევე აღსანიშნავია გერმანული ჩვეულება Kaffee und Kuchen, რაც გერმანულად ყავასა და ნამცხვარს ნიშნავს. ლანჩსა და სადილს შორის გერმანელები მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იკრიბებიან და ნამცხვრის ნაჭერის თანხლებით ყავას მიირთმევენ.

თუმცა დანარჩენი ევროპის მსგავსად, ბოლო 50 წლის განმავლობაში გერმანიაშიც შეიცვალა სასადილო წეს-ჩვეულებები. დღესდღეობით უამრავი ადამიანი დღის შუა ნახევარში მიირთმევს მცირე საკვებს სამსახურში და შემდეგ საღამოს ცხელ სადილს სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Sevin, D.; Sevin, I. (2010) Wie geht's? Cengage Learning. p. 81. ISBN 978-1-133-16897-3. Retrieved November 30, 2017
  2. Michelin Guide Restaurants in Germany დაარქივებული 2019-07-07 საიტზე Wayback Machine. Retrieved 26 January 2015.
  3. McCarthy, Niall. The top countries for Michelin 3-star restaurants. Forbes. Retrieved 2019-10-27.
  4. Christensen, P.; Fox, A.; Foster, W. (2012). German for dummies, enhanced edition.