დარენ ფლეჩერი
დარენ ბარ ფლეჩერი (ინგლ. Darren fletcher; დ. 1 თებერვალი, 1984, დალკიტი) — შოტლანდიელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედში“. ის ძირითადად თამაშობს ნახევარდაცვის ცენტრში ან მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე, თუმცა დაცვაში თამაშიც შეუძლია.
ფლეჩერი 2017 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დარენ ბარ ფლეჩერი | ||
დაბადების თარიღი | 1 თებერვალი, 1984 | ||
დაბადების ადგილი | დალკიტი, შოტლანდია | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
ნომერი | 24 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1995-2003 | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2003- | მანჩესტერ იუნაიტედი | 217 | (18) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2003- | შოტლანდია | 66 | (5) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 8 ნოემბერი, 2014 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 19 ნოემბერი, 2014 |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებადალკიტში, შოტლანდიაში დაბადებულმა ფლეჩერმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა მთელი თავისი კარიერა, გადმოვიდა რა სარეზერვო გუნდიდან. 2000 წლის ივლისში ფლეჩერი სტაჟიორის სტატუსით ჩაირიცხა „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში და 2001 წლის თებერვალში პროფესიულ კონტრაქტს მოაწერა ხელი. თავდაპირველად ის განიხილებოდა როგორც დეივიდ ბექჰემის რანგის მარჯვენა ნახევარმცველი. ბევრი ფიქრობდა, რომ ის ადვილად მოხვდებოდა ძირითად გუნდში და დიდი ხნით დაიმკვიდრებდა იქ ადგილს. თუმცა საკლუბო კარიერის დასაწყისში მიღებულმა ტრავმებმა დაღი დაასვა მის პროგრესს, შემდგომ კი იგი თანდათან ჩამოყალიბდა ცენტრალურ ნახევარმცველად.
ფლეჩერი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში გამოჩნდა 2003–2004 წლების სეზონის დროს, როდესაც მან ჩაატარა რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი და ასევე მონაწილეობა მიიღო 2004 წლის მაისში ინგლისის თასის ფინალურ მატჩში „მილუოლის“ წინააღმდეგ, რომელიც „მანჩესტერის“ გამარჯვებით დამთავრდა. მიუხედავად 2004–2005 სეზონის არადამაჯერებლად დაწყებისა და მხოლოდ რამდენიმე ჩატარებული მატჩისა საზონის დასაწყისში, ფლეჩერმა მაინც მოახერხა და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა. 2005 წლის 1 იანვარს ფლეჩერმა გაიტანა თავისი პირველი გოლი საკლუბო დონეზე „მიდლსბროსთან“ მატჩში რომელიც „მანჩესტერმა“ 2–0 მოიგო.
ფლეჩერი ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანი იყო რომელიც მოხვდა „მანჩესტერის“ კაპიტნის, როი კინის კრიტიკის ქვეშ 2005 წლის ოქტომბერში „მიდლსბროსთან“ 4–1 დამარცხების შემდეგ. გადმოცემით კინმა თქვა: „არ მესმის რატომ აქებენ ასე ფლეჩერს შოტლანდიაში" თუმცა მოგვიანებით კინი შეეცადა შეერბილებინა თავისი სიტყვები: „თუ ყურადღებით მოუსმენთ ჩემს კომენტარებს ბოლო სამი–ოთხი წლის განმავლობაში დარწმუნდებით, რომ თუ რომელიმე ფეხბურთელი შემიქია, ეს ფლეტჩია. თვითონ ფლეტჩიც დაგიდასტურებთ ამას." ფლტჩერმა კრიტიკოსებს 2005 წლის 6 ნოემბერში დაანახა თუ რას წარმოადგენდა სინამდვილეში, უმნიშვნელოვანეს საშინაო მატჩში „ჩელსისთან“, შესანიშნავი თავური დარტყმით თამაშში ერთადერთი გოლი გაიტანა. მისმა გამარჯვების გოლმა დაასრულა „ჩელსის“ 40 მატჩიანი წაუგებელი სერია პრემიერ ლიგაში.
2006–2007 წლის სეზონის დასაწყისში, ფლეჩერმა შეინარჩუნა ადგილი პირველ გუნდში, მაგრამ მხოლოდ სათადარიგო სკამზე თუ ახერხებდა მოხვედრას. მან გაიტანა გოლი გასვლით შეხვედრაში „ჩარლტონ ატლეტიკის“ წინააღმდეგ, ასევე თავით გაიტანა გამარჯვების გოლი „მიდლსბროს“ წინააღმდეგ დეკემბერში, და კიდევ ერთი თავური „ჩარლტონის“ წინააღმდეგ საშინაო თამაშში. სეზონის განმავლობაში, ალექს ფერგიუსონი უპირატესობას ანიჭებდა კრიშტიანუ რონალდოს, პოლ სქოულზის, მაიკლ ქერიქის და რაიან გიგზის ოთხეულს, რის შედეგადაც ფლეჩერი მხოლოდ რამდენიმეჯერ შევიდა შეცვლაზე. თუმცა, იმის გამო რომ პოლ სქოულზი გაფრთხილებების გამო ტოვებდა მატჩს, ფლეჩერმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ჩემპიონთა ლიგის მატჩი „რომას“ წინააღმდეგ რომელიც „მანჩესტერის“ გამარჯვებით დამთავრდა 7–1.
2007–2008 წლების სეზონში, როდესაც გუნდში ჩაირიცხნენ ცენტრალური ნახევარმცველები ოუენ ჰარგრივზი და ანდერსონი, ასევე განაპირა ნახევარმცველი ნანი, ფლეჩერი კიდევ უფრო ცოტა დროს ატარებდა მოედანზე ვიდრე წინა სეზონში. ვრცელდებოდა ჭორები, რომ მას კლუბის დატოვება სურდა საკმარისი სათამაშო დროის არქონის გამო. მართლაც, ფერგიუსონი კვლავ ანიჭებდა უპირატესობას ქერიქს, სქოულზს, გიგზს და რონალდოს. ფლეჩერმა კლუბის ახალწვეულებზე ნაკლები დრო გაატარა მოედანზე. თუმცა, როცა შანსი ეძლეოდა, ის ავლენდა თავის შესაძლებლობებს: მან თავისი 2 გოლით წვლილი შეიტანა ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში „არსენალის“ 4–0 დამარცხებაში ოლდ ტრაფორდზე.
2008–2009 წლების სეზონში მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო პირველი 5 თამაში, ქერიქის და რონალდოს ტრავმების გამო, და გაიტანა „ნიუკასლ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზე პრემიერ ლიგის პირველივე მატჩში რომელიც ფრედ 1–1 დამთავრდა. ფლეჩერმა თავისი მეორე გოლი სეზონში შორეული დარტყმით გაუტანა „პორტსმუტს“ პატრის ევრას პასის შემდეგ. ამავე თამაშში, 93–ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, თამაში კი 1–0 დამთავრდა. 2008 წლის ოქტომბერში, ფლეჩერმა 3 წლით, 2012 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“. სეზონში მესამე გოლი 25 ოქტომბერს „ევერტონს“ გაუტანა. ასევე 2008 წლის ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე გაუტანა „გამბა ოსაკას“ 2008 წლის 18 დეკემბერს, მას შემდეგ რაც შეცვლაზე შევიდა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში „არსენალის“ წინააღმდეგ 2009 წლის 5 მაისს ფლეჩერმა წითელი ბარათი მიიღო, რაც გამორიცხავდა მის მონაწილეობას ლიგის ფინალში. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სცადა გაესაჩივრებინა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ უშედეგოდ.
2009–2010 წლების სეზონში ფლეჩერმა მოახერხა „მანჩესტერის“ ნახევარდაცვის ცენტრში ადგილის დამკვიდრება და ყველა მნიშვნელოვანი მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მან სეზონში გოლების ანგარიში გახსნა მანჩესტერულ დერბიში გატანილი დუბლით, მატჩში რომელიც დამთავრდა „მანჩესტერ იუნიტედის“ სამახსოვრო გამარჯვებით ანგარიშით 4–3. მან ორჯერ გაიყვანა „იუინაიტედი“ წინ, სანამ მაიკლ ოუენი გაიტანდა დამატებითი დროის მე–6 წუთზე. მან დაიმსახურა მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული ამ მატჩში. 21 ნოემბერს ფლეჩერმა გაიტანა თავისი მესამე გოლი სეზონში, გახსნა რა ანგარიში 3–0 გამარჯვებაში „ევერტონის“ წინააღმდეგ. ამავე სეზონში ფლეჩერი, ისევე როგორც ქერიქი და პარკი, ასრულებდა მცველის ფუნქციას, რადგან ერთადერთი ჯანმრთელი მცველი რომელიც მანჩესტერს ჰყავდა იყო პატრის ევრა. ფლეჩერი მოედნიდან გააძევეს 2010 წლის 9 იანვარს „ბირმინჰემის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში 2 ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ. 2010 წლის 10 მარტს ფლეჩერმა გაიტანა „მანჩესტერის“ მეოთხე გოლი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში „მილანის“ წინააღმდეგ, რომელიც მანჩესტერმა 4–0 მოიგო. ეს მისი ჩემპიონთა ლიგაში გატანილი პირველი გოლი იყო.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებაფლეჩერმა დაიმკვიდრა შოტლანდიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილი და გაიტანა თავისი პირველი გოლი ლიტვის წინააღმდეგ მატჩში, რომელიც შოტლანდიამ 2–1 მოიგო. მისმა გოლმა შოტლანდიას ევრო 2004-ის გადათამაშებაში მონაწილეობის საშუალება მისცა. 2004 წლის 26 მაისს მან უკაპიტნა შოტლანდიის ნაკრებს, როდესაც შოტლანდიამ ამხანაგურ მატჩში დაამარცხა ესტონეთი ტალინში. ამ მატჩის შემდეგ იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი მას შემდეგ რაც „კუინზ პარკ რეინჯერსის“ ჯონ ლემბიმ უკაპიტნა გუნდს რომელმაც დაამარცხა ირლანდიასთან ანგარიშით 7–2 1886 წლის 20 მარტს. ლემბი მაშინ მხოლოდ 17 წლის და 92 დღის იყო. ფლეჩერმა ეროვნულ გუნდს მისი რეგულარული კაპიტნის ბარი ფერგიუსონის არყოფნაში უკაპიტნა. კაპიტნის სამკლაური ფლეჩერს საბოლოოდ 2009 წლის აგვისტოში გადაეცა მას შემდეგ, რაც ბარი ფერგიუსონს აეკრძალა სანაკრებო დონეზე თამაში წესდების დარღვევის გამო.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაფლეჩერს ჰყავს ტყუპი ბიჭები ჯეკი და ტაილერი (2007) მის ინგლისელ მეგობარ ქალ ჰეილი გრაისთან. ის ერთ–ერთი იმ ფეხბურთელთაგანია მანჩესტერში და ლივერპულში რომლის სახლიც გაძარცვეს. სანამ ის გასვლით მატჩს ატარებდა მის სახლში ყაჩაღები შეიჭრნენ, და დანით დაემუქრნენ გრაისს, სახლი კი გაძარცვეს. ეს მოხდა მაშინ, როცა ფლეჩერი იმყოფებოდა მილანში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად და ემზადებოდა ჩემპიონთა ლიგის მატჩისათვის „ინტერნაციონალეს“ წინააღმდეგ.
ფლეჩერის მამა დააჯარიმეს სიჩქარის გადაჭარბებისათვის ფლეჩერის „რეინჯ როვერით" 2008 წლის 27 ნოემბერს.
ფლეჩერი ჩართულია პროგრამაში რომელიც ხელს უწყობს სმენადაქვეითებული ახალგაზრდების ფეხბურთში ჩართვას. ამ პროგრამას წარმართავს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფონდი და სმენადაქვეითებული ბავშვების ეროვნული საზოგადოება.
ტიტულები
რედაქტირებასაკლუბო დონეზე
რედაქტირება- პრემიერ ლიგა (3)
- 2006–07, 2007–08, 2008–09; 2010–11, 2012–13
- ინგლისის თასი (1)
- 2003–04;
- ინგლისის ლიგის თასი (2)
- 2005–06, 2009–10;
- კომიუნითი შილდსი (ინგლისის სუპერთასი) (3)
- 2003, 2007, 2008;
- უეფას ჩემპიონთა ლიგა (1)
- 2007–08;
- ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი(1)
- 2008
სანაკრებო დონეზე
რედაქტირებაშოტლანდია: კირინის თასი (1): 2006.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Darren Fletcher Profile დაარქივებული 2012-04-26 საიტზე Wayback Machine. Premier League
- Darren Fletcher Profile დაარქივებული 2011-05-18 საიტზე Wayback Machine. ESPN.com
- Darren Fletcher Profile ManUtd.com
- Darren Fletcher Profile Scottish FA
- Darren Fletcher Career Stats Soccerbase