ოუენ ლი ჰარგრივზი (ინგლ. Owen Lee Hargreaves; დ. 20 იანვარი, 1981, კალგარი, კანადა) — ინგლისელი ფეხბურთელი.

ოუენ ჰარგრივზი

მანჩესტერ იუნაიტედი

რედაქტირება

ოუენ ჰარგრივზი 2007 წლამდე მიუნხენის ბაიერნში ასპარეზობდა. 2007 წლის 20 მაისს ბაიერნის ხელმძღვანელობა დათანხმდა ტრანსფერს იმ შემთხვევაში თუკი მანჩესტერული კლუბი 17 მილიონს გადაიხდიდა. ეს რეკორდული თანხა იყო გერმანული კლუბისთვის. 24 მაისს ჰარგრივსი თავის აგენტთან ერთად ჩაფრინდა იუნაიტედის ქერინგტონის ბაზაზე. 2007 წლის 1 ივლისს კი ხელი მოაწერა თავის 4 წლიან კონტრაქტს მანჩესტერ იუნაიტედთან.

პირველი სეზონი მანჩესტერ იუნაიტედში ჰარგრივზისთვის არც ისე წარმატებული გამოდგა. მისი დებიუტი შედგა მანჩესტერულ დერბიში, რომლის შემდეგაც მან ახალ წლამდე მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში. 1 იანვრიდან კი მისი საქმე უეკთესობისკენ წავიდა. 2007-08 წლების სეზონში ჰარგრივსმა ჩაატარა 23 მატჩი ძირითად შემადგენლობაში და 11-ჯერ შეცვლაზე შემოვიდა. ოუენმა ინგლისური გრანდის შემადგენლობაში გაიტანა 2 გოლი, და აქედან ერთ-ერთი იყო საუცხოო ჯარიმა ლონდონის არსენალის კარებში, რის შედეგადაც გამარჯვება იუნაიტედს დარჩა და თავისი ტრიუმფალური სეზონის ბოლოს ოუენ ჰარგრივზმა გულზე ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ოქროს მედალი ჩამოიკიდა.

2008-09 სეზონი ოუენმა თითქმის მთლიანად გამოტოვა და გაემგზავრა ამერიკაში, რათა გაეკეთებინა ოპერაცია ორივე მუხლზე და მოეშორებინა ის ქრონიკული ტრავმიანობა, რომელიც მას თამაშის საშუალებას არ აძლევდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და იგი გუნდს დაუბრუნდა.

ეროვნული ნაკრები

რედაქტირება

2001 წლის 15 აგვისტოს შედგა ჰარგრივზის დებიუტი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ჰოლანდიის წინააღმდეგ უაით ჰართ ლეინზე და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ისე მოირგო ეროვნული ნაკრების მაისური, რომ არც უცხოვრია და არც უთამაშია ინგლისში. იგი გახდა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც არ ჰქონდა თამაში ჩატარებული პრემიერ ლიგაში და ისე გამოიძახეს 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის კორეა-იაპონიაში.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ჩატარდა გერმანიაში, ინგლისელები გავიდნენ 1/4 ფინალამდე და ჰარგრივზი ცნეს ეროვნული ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება