დანიელ იოსების ძე ჯანაშვილი, დანიელა ურია, (დ. 1876 — გ. 1926) — ქართველი ებრაელი მომღერალი.

დაიბადა იერუსალიმში ქართველი ებრაელი ღარიბი ვაჭრის ოჯახში. დაახლ. 1881 წელს მისი ოჯახი საქართველოში დაბრუნდა და კულაშში დასახლდა. მამა აღებ-მიცემობის საქმეს ასწავლიდა, მაგრამ ვოკალურმა მონაცემებმა და გარეგნობამ განსაზღვრა დანიელას მომავალი. იგი მამის დუქანში თავისი სიმღერით, შესანიშნავი ლირიკული ტენორით მრავალ მომხმარებელს იზიდავდა. მისი სიმღერები თანდათან გასცდა კულაშს, გავრცელდა თავდაპირველად ქუთაისსა და საერთოდ იმერეთში, შემდეგ კი გურია-სამეგრელოშიც და ლხინის აუცილებელი ატრიბუტი გახდა. მღეროდა ქართულ ხალხურ სიმღერებს, განსაკუთრებით ქალაქურ მოტივებზე დამუშავებულ მელოდიებს, ასევე აკაკი წერეთლის ლექსებზე შეთხზულ სიმღერებს. ჯანაშვილი თავად გახდა ქალაქური მუსიკალური ფოლკლორის დასავლური შტოს ერთ-ერთი ტიპური ნიმუშის „დანიელა ურიას“ ადრესატი.

ლიტერატურა

რედაქტირება