დანიელ კარვახალი
დანიელ კარვახალ რამოსი (ესპ. Daniel Carvajal Ramos; დ. 11 იანვარი 1992, ლეგანესი, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი. ითვლება თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად.[1][2][3]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დანიელ კარვახალ რამოსი | ||
დაბადების თარიღი | 11 იანვარი, 1992 | ||
დაბადების ადგილი | ლეგანესი, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 173 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მარჯვენა მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | რეალ მადრიდი | ||
ნომერი | 2 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1999–2002 | ლემანსი | ||
2002–2010 | რეალ მადრიდი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2010–2012 | რეალი B | 68 | (3) |
2012–2013 | ბაიერ 04 | 32 | (1) |
2013– | რეალ მადრიდი | 280 | (9) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2010–2011 | ესპანეთი 19-წლ. | 11 | (0) |
2012–2014 | ესპანეთი 21-წლ. | 10 | (1) |
2014– | ესპანეთი | 49 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 25 აგვისტო, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 14 ივლისი, 2024 |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებადანიელი რეალის საფეხბურთო აკადემიაში 10 წლის ასაკში მივიდა. 2010 წელს მცველმა ჩაატარა თავისი პირველი შეხვედრა „კასტილიაში“. 2012 წლის ზაფხულში დანიელი გერმანულ „ბაიერ 04 ლევერკუზენში“ გადავიდა. ახალ კლუბში კარვახალის დებიუტი „ფრაიბურგთან“ შეხვედრაში 1 სექტემბერს შედგა. ამ მატჩის შემდეგ ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. 2013 წლის 3 ივნისს „ლევერკუზენის“ ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კარვახალი „მადრიდის რეალის“ პირველ გუნდში დაბრუნდა 6,5 მლნ ევრო სანაცვლოდ.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებაესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად კარვახალმა მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონაზე, რუმინეთში, სადაც გუნდთან ერთად პირველი ადგილი დაიკავა. აგრეთვე კარვახალმა ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად პირველი ადგილი დაიკავა ისრაელის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე.
სანაკრებო სტატისტიკა
რედაქტირება- განახლდა: 26 მარტი, 2024[4]
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
ესპანეთი |
2014 | 2 | 0 |
2015 | 3 | 0 | |
2016 | 4 | 0 | |
2017 | 4 | 0 | |
2018 | 7 | 0 | |
2019 | 4 | 0 | |
2020 | 1 | 0 | |
2021 | 1 | 0 | |
2022 | 7 | 0 | |
2023 | 9 | 0 | |
2024 | 1 | 0 | |
ჯამში | 43 | 0 |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ესპანეთის პრიმერა დივიზიონი: 2016–17, 2019–20, 2021–22, 2023–24
- ესპანეთის თასი: 2013–14, 2022–23
- ესპანეთის სუპერთასი: 2017, 2019–20, 2021–22, 2023–24
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა: 2013–14, 2015–16, 2016–17, 2017–18, 2021–22, 2023–24
- უეფა-ს სუპერთასი: 2014, 2016, 2017, 2022
- მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2014, 2016, 2017, 2018, 2022
სანაკრებო
რედაქტირება- ევროპის ჩემპიონი: 2013
- ევროპის ჩემპიონი: 2011
ინდივიდუალური
რედაქტირება- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სეზონის გუნდი: 2013–14[5]