დანდანაქანის ბრძოლა
დანდანაქანის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
სელუკ-ღაზნევიდების ომების ნაწილი | |||
თარიღი | 23 მაისი, 1040 | ||
მდებარეობა | დანდანაქანი, მერვის მახლობლად | ||
შედეგი | სელჩუკების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
დანდანაქანის ბრძოლა ვიკისაწყობში |
დანდანაქანის ბრძოლა (სპარს. نبرد دندانقان) — 1040 წელს თურქ-სელჩუკებსა და ღაზნევიდების სახელმწიფოს შორის ქალაქ მერვის მახლობლად (ახლანდელი თურქმენეთი) გამართული ბრძოლა. დასრულდა სელჩუკთა გადამწყვეტი გამარჯვებით, რამაც დაასრულა ღაზნევიდების ბატონობა ხორასანში.
წინაპირობები
რედაქტირება1034 წელს ყარახანიდების მიერ ტრანსოქსიანადან გამოძევებული სელჩუკები დასახლდნენ ხვარაზმში ღაზნევი მმართველის ჰარუნის მფარველობის ქვეშ. 1035 წელს ჰარუნის მკვლელობამ ისინი აიძლა გაქცეულიყვნენ ყარაყუმის უდაბნოში მერვისკენ, მაგრამ გადავიდნენ ხორასნის მიმდებარედ ნასაზე. საფრთხის გამო სულთანმა მასუდმა ილთუღდი დიდი ჯარით გაგზავნა ნასაში. სელჩუკთა ძალების განდევნის შემდეგ, ღაზნევიდების არმიამ დაიწყო კამათი ნადავლის გამო. სელჩუკები ჩაღრი-ბეგის მეთაურობით დაბრუნდნენ, დაესხნენ ღაზნევიდებს და დაამარცხეს. შედეგად, მასუდმა სელჩუკებს გადასცა ხორასნის სამი ქალაქი: დიჰისტანი, ნასა და ფარავა. ბალხამდე ლაშქრობების შემდეგ მთელი ხორასანი თურქ-სელჩუკებს დაექვემდებარა.
ბრძოლა
რედაქტირება1040 წლის 23 მაისს, დაახლოებით 16 000 სელჩუკი ჯარისკაცი ჩაერთო ბრძოლაში მშიერი და დემორალიზებული ღაზნევიდების არმიის წინააღმდეგ დანდანაქანში და დაამარცხა ისინი ქალაქ მერვის მახლობლად. ბრძოლაში განადგურდა ღაზანავიდების ძალების დიდი ნაწილი.
შემდეგ
რედაქტირებასელჩუკებმა დაიკავეს ნიშაპური, ჰერათი და ალყა შემოარტყეს ბალხს. 1047 წლისთვის თოღრული ნიშაპურში ჭრის მონეტას, რომლის წარწერაზეც იგი მოხსენიებულია როგორც შაჰანშაჰი.
მასუდი გაიქცა ინდოეთში და საბოლოოდ ციხეში მოკლეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Bosworth, C.E. (1963). The Ghaznavids:994-1040. Edinburgh University Press.
- Bosworth, C. E. (2011). „Abū Manșūr Farāmarz“. Encyclopaedia Iranica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-10.
- Bosworth, Edmund (2017) The Turks in the Early Islamic World. Routledge, გვ. xliv. „In their pursuit of the Turkmens across Khurasan, the Ghaznavid forces...“
- Grousset, Rene (2002). The Empire of the Steppes: A History of Central Asia. Rutgers University.
- Ibn al-Athir, Izz al-D in (2002). The Annals of the Saljuq Turks. Routledge.
- Lambton, Ann K. S. (1988). Continuity and Change in Medieval Persia. SUNY Press, გვ. 5–. ISBN 978-0-88706-133-2.
- Paul, Jürgen (2000). „The Histories of Herat“. Iranian Studies. Taylor & Francis, Ltd. 33, No. 1/2 Winter - Spring.
- Peacock, A.C.S. (2015). The Great Seljuk Empire. Edinburgh University Press.
- Safi, Omid (2006). The Politics of Knowledge in Premodern Islam: Negotiating Ideology and Religious Inquiry. The University of North Carolina Press.
- Saray, Mehmet (2003) The Russian, British, Chinese and Ottoman Rivalry in Turkestan Four Studies on the History of Central Asia. Turkish Historical Society Printing House, გვ. 189. „...brothers Tughrul and Chaghri, grandsons of Seljuk, the Turkmens defeated the Ghaznavids at Dandanakan....“
- Sicker, Martin (2000). The Islamic World in Ascendancy : From the Arab Conquests to the Siege of Vienna. Praeger. ISBN 9780275968922.
- Spuler, Bertold (2014). Iran in the Early Islamic Period: Politics, Culture, Administration and Public Life between the Arab and the Seljuk Conquests, 633-1055. Brill. ISBN 978-90-04-28209-4.
- Spuler, B. (1991). „Ghaznawids“. In Lewis, B.; Pellat, C.; Schacht, J. (eds.). The Encyclopedia of Islam. II. Brill.