დამიენ დე მარტელი
დამიენ დე მარტელი (ფრანგ. Damien de Martel; დ. 27 ნოემბერი, 1878, ოტრი, ლუარა — გ. 21 იანვარი, 1940, პარიზი) — ფრანგი დიპლომატი.
დამიენ დე მარტელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
27 ნოემბერი, 1878 ოტრი, ლუარა |
გარდაცვალების თარიღი |
21 იანვარი, 1940 პარიზი |
ეროვნება | საფრანგეთი |
განათლება | სამართლისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სასწავლებელი |
აქტიური | 1901 - 1938 |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა არისტოკრატიულ ოჯახში. განათლება სამართლისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სასწავლებელში (ეკოლში) მიიღო. 1901 წლიდან მუშაობდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1906-1909 წლებში იკავებდა ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოს ჯერ მესამე, ხოლო შემდეგ მეორე მდივნის პოსტს. 1913 წლიდან იყო ეკონომიკური ატაშე ამერიკაში. შემდგომში, 1918 წლამდე იყო პეკინში საფრანგეთის წარმომადგენლობის პირველი მდივანი.
1918 წლიდან იყო საფრანგეთის უმაღლესი კომისარი ვლადივოსტოკში. 1920 დაინიშნა საფრანგეთის უმაღლეს კომისრად ამიერკავკასიაში. დე მარტელამდე ამიერკავკასიაში მოქმედებდა საფრანგეთის დროებითი მისია, თავდაპირველად - პოლკოვნიკი შარდინის, ხოლო შემდეგ დე ნონკურის მეთაურობით. უმაღლესი კომისრის პოსტზე დე მარტელმა მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა. ჰქონდა შეხვედრები სომხეთისა და საქართველოს მთავრობებთან. 1920 წლის 10 სექტემბერს უმაღლესმა კომისარმა საქართველო დატოვა. თბილისიდან ის გააცილა სამხედრო მინისტრმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ, მისმა მოადგილემ გენერალმა გედევანიშვილმა და სომხეთის წარმომადგენელმა თუმანოვმა. დე მარტელი ამიერკავკასიაში საფრანგეთის უმაღლესი კომისრის თანამდებობაზე აბელ შევალიემ შეცვალა. 1920 წლის სექტემბერში ასრულებდა უმაღლესი კომისრის მოვალეობას ყირიმში, ამავე წლის ოქტომბერ-ნოემბერში იყო საფრანგეთის უმაღლესი კომისარი კონსტანტინოპოლში. 1921 წლიდან იყო საფრანგეთის ელჩი პეტროგრადში. 1922-1924 წლებში იკავებდა ლიტვაში საფრანგეთის ელჩის თანამდებობას. 1925 წელს დაინიშნა საფრანგეთის სრულუფლებიან წარმომადგენლად პეკინში. 1929 წლიდან დიპლომატიურ საქმიანობას აგრძელებს იაპონიაში საფრანგეთის ელჩის პოსტზე. 1933-1938 წლიდან იყო საფრანგეთის უმაღლესი კომისარი ლევანტში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფრანკო-სირიული და ფრანკო-ლიბანური ხელშეკრულება შექმნაში. 1939 დაასრულა დიპლომატიური კარიერა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 127.