დამიანე გოგოხია
დამიანე ვლადიმერის ძე გოგოხია (დ. 26 მაისი, 1919, სოფ. ქვემო ბარღები, ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტი — გ. 4 მარტი, 2001, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი.
დამიანე გოგოხია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 26 მაისი, 1919 |
დაბ. ადგილი | ქვემო ბარღები, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
გარდ. თარიღი | 4 მარტი, 2001 (81 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1919 წლის 26 მაისს, გალის რაიონის სოფელ ბარღებში; ზოგან დაბადების წლად 1917-ია მითითებული.[1] 1941 წელს დაამთავრა სოხუმის გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი, 1944 წელს — უმაღლესი პარტიული სკოლა, 1954 წელს კი — სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია.
1950–70-იან წლებში მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობებზე; 1981 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; მისი კვლევის ძირითადი მიმართულება იყო ქართველი და აფხაზი ხალხების ერთობლივი ისტორიის სოციალური, ეკონომიური განვითარების მეცნიერული შესწავლა. ამ თემაზე შექმნა მონოგრაფია — „აფხაზეთის ასსრ სოციალ–ეკონომიური და კულტურული განვითარება“ (1961–1985).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 71.