დალაყორის ქედი
ქედი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
დალაყორის ქედი, დალახორა — ქედი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში. სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთი შტოქედი, ლეხზირ-ჭალაათის მყინვარებს შორის. უმაღლესი მწვერვალი დალაყორა (3430 მ).
დალაყორის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 43°08′08″ ჩ. გ. 42°44′26″ ა. გ. / 43.135778° ჩ. გ. 42.740778° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | დალაყორა |
სიმაღლე | 3430 მ |
ამგებელი ქანები | გრანიტოიდი |
სურათები ვიკისაწყობში |
აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დალაყორის ქედის სამხრეთ ბოლოზე მთა-ტყის ლანდშაფტია, უფრო მაღლა — მთა-მდელოსა და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 299.