დაიმანტინა (მდინარე)
დაიმანტინა (ინგლ. Diamantina River) — მდინარე სამხრეთ-დასავლეთ კუინზლენდში და ჩრდილოეთ სამხრეთ ავსტრალიაში. მდინარის სიგრძე 941 კმ-ია,[1] ხოლო აუზის ფართობი 157,000 კვ. კმ,[2] რომლის უდიდეს ნაწილს (დაახლ. 140,000 კვ. კმ) სოფლის მეურნეობაში იყენებენ. ერთვის გოიდერ-ლაგუნის ჭაობს, რომელიც იმყოფება სტშელეცკის უდაბნოდან ჩრდილოეთით.[3]
დაიმანტინა | |
---|---|
ქვეყანა | ავსტრალია |
სათავე | ქალაქ ლონგრიჩიდან ჩრდილო-დასავლეთით |
სიგრძე | 941 კმ |
აუზის ფართობი | 157,000 კმ² |
დაიმანტინა ვიკისაწყობში |
მდინარის აუზის დიდ ნაწილს დაბლობი ხასიათი აქვს, ყველაზე მაღალი რაიონები ვრცელდება ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც აუზი ზღვის დონიდან 500 მ-მდე ადის. ის ტერიტორიები სადაც მდინარე დაიმანტინა გაედინება გამოირჩევა ცხელი და მშრალი კლიმატით. იანვარში დღისით ტემპერატურა 37 °C-ს უდრის, ხოლო ღამით დაახლ. 24 °C-ს. წაყინვები იშვიათია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Wirtschaftliche Bedeutung des Flusses Diamantina River დაარქივებული 2008-08-08 საიტზე Wayback Machine.
- Informationen zum Diamantina River დაარქივებული 2009-12-07 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Longest Rivers. Geoscience Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-07. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
- ↑ Australian Natural Resources Atlas დაარქივებული 2008-08-08 საიტზე Wayback Machine. retrieved 7 May 2008
- ↑ Diamantina River. Encyclopædia Britannica Online. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.