დათუნია (ლათ. Russula vesca) — ძალიან გავრცელებული სოკოს სახეობა ხრაშუნასოკოსებრნი (ლათ. Russulaceae) ოჯახისა და პოპულარული საკვები სოკო.

დათუნია

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Russula vesca
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 122090747

ქუდი — 10 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცული, შემდეგ კი — გაშლილი, კიდეები სადაა ან დაღარული, არათანაბრად არის შეფერილი, მოწითალო-ხორცისფრიდან მურამდე. ფირფიტები თეთრი ან მოყვითალო-თეთრი.

სახეობა ფართოდ არის გავრცელებული მთელ ევრაზიაში. იზრდება ნიადაგზე წიწვოვან და ფოთლოვან ტყეში მუხის, წიფლის და სხვა სახეობებით, ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ახალი და დამწნილებული.

ლიტერატურა

რედაქტირება

ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 204, ISBN 99940-856-1-1.

  • Nilson S & Persson O (1977). Fungi of Northern Europe 2: Gill-Fungi. Penguin, გვ. 120. ISBN 0-14-063006-6. 
  • Roger Phillips (2006). Mushrooms. Pan MacMillan. ISBN 0-330-44237-6.