დავით ჭავჭავაძე (ცსს-ის ოფიცერი)
დავით ჭავჭავაძე (დ. 20 მაისი, 1924, ლონდონი — გ. 5 ოქტომბერი, 2014, ვაშინგტონი) — ქართული წარმოშობის ამერიკელი მწერალი-პუბლიცისტი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ყოფილი ოფიცერი.
დავით ჭავჭავაძე | |
---|---|
დავით ჭავჭავაძე | |
დაბადების თარიღი |
20 მაისი 1924 ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
გარდაცვალების თარიღი |
5 ოქტომბერი, 2014 (90 წლის) ვაშინგტონი, აშშ |
პროფესია |
მწერალი პუბლიცისტი |
მშობლები |
მამა: პავლე ჭავჭავაძე დედა: ნინა რომანოვა |
დაიბადა ემიგრანტების ოჯახში. მამის, პავლეს, მხრიდან დავით ჭავჭავაძე პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირი შთამომავალია; დედამისი ნინა კი რუსეთის მეფეთა დინასტიის, რომანოვების, წარმომადგენელი, დიდ მთავარ, გენერალ-ადიუტანტ გიორგი მიხეილის ძე რომანოვის (1836–1919) ქალიშვილი. პაპა — ალექსანდრე ჭავჭავაძე ბოლშევიკების რეჟიმს ემსხვერპლა. 1927 წელს ოჯახი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და ნიუ-იორკში დასახლდა. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი აშშ შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და 1945 წელს უფროსი ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. 1950 წელს CIA-ის საბჭოთა კავშირის განყოფილების სამსახურში ჩადგა. 1974 წელს ჭავჭავაძე გადადგა და მას შემდეგ რამდენიმე ნაშრომი დაწერა ისტორიისა და პოლიტიკის თემაზე, მ. შ. „დიდი მთავრები“, „ვლასოვის მოძრაობა: გერმანელების მხარეზე მებრძოლი საბჭოთა მოქალაქეები — 1941–1945“ და მოგონებები „გვირგვინები და შინელები სანგრებში: რუსი ბატონიშვილი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში“. კითხულობდა ლექციებს ამერიკის უნივერსიტეტებში, კერძო კომპანიების შეკვეთით დავითი გამოკვლევებს ატარებდა ტერორიზმის შესახებ და ინგლისურ ენაზე რამდენიმე რუსული ნაწარმოებიც გადათარგმნა. დავით ჭავჭავაძის უფროსი ქალიშვილი მარიამი საქველმოქმედო ორგანიზაციის „საქართველოს ამერიკელ მეგობართა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დავით ჭავჭავაძე (ცსს-ის ოფიცერი) — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დავით ჭავჭავაძე დაარქივებული 2010-12-29 საიტზე Wayback Machine. . საიტი „ჭავჭავაძეების ოჯახი“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა