დავით ჩოლოყაშვილი
ქართველი პოეტი, დრამატურგი და მთარგმნელი
დავით ჯიმშერის ძე ჩოლოყაშვილი (დ. 1735 ― გ. 1810) ― ქართველი პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი. ერეკლე II-ის მდივანბეგი.
დავით ჩოლოყაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1735 |
გარდაცვალების თარიღი | 1810 |
საქმიანობა | პოეტი, დრამატურგი და მთარგმნელი |
მოქალაქეობა |
კახეთის სამეფო ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერია |
განათლება რუსეთში მიიღო. გატაცებული იყო ბერძნული მითოლოგიით. ავტორია ლირიკული და სატირული ლექსებისა. 1787 თურქეთზე რუსეთის გამარჯვების აღსანიშნავად დაწერა „ივერიის მუზათა საბრძოლო სიმღერები“ (რუსული თარგმანი გამოქვეყნდა 1791), რომელშიც შეაქო რუსთა ლაშქარი და მისი მხედართმთავრები სუვოროვი და გრიგოლ პოტიომკინი. ჩოლოყაშვილმა თარგმნა მიხეილ ლომონოსოვის სასულიერო ლექსები „საწინასწარმეტყველო წიგნი იობისა“ და „145 ფსალმუნი ლექსად“, ჟან რასინის ტრაგედის „იფიგენია ავლიდაში“ სათაურით „ეფიღენია“ (წარმოადგინეს თბილისში 1795) და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- რუხაძე ტ., ძველი ქართული თეატრი და დრამატურგია, თბ., 1949;
- მისივე, ძველი ქართული ლირიკის ისტორიიდან, თბ., 1954;
- ქართული ლიტერატურის ისტორია; ტ. 2, თბ., 1966;
- კეკელიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 147.