დავით ქსნის ერისთავი

ტერმინს „დავით“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დავით.

დავით ქსნის ერისთავი (გ. 1774) — ქსნის ერისთავი 1753-1774 წლებში, სახლთუხუცესი. მხარს უჭერდა თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს. თავი გამოიჩინა ხუნძახის ბატონის ნურსალ-ბეგის წინააღმდეგ მჭადიჯვრის (1754) და ყვარლის (1755) ბრძოლებში.

1755 წელს მონაწილეობდა ერეკლე II-ის ლაშქრობაში გამდგარი ხევსურეთის წინააღმდეგ. 1758 წლის 10 ოქტომბერს მეფე თეიმურაზ II-მ დავითს, მის შვილს შალვას და მის ძმებს, ბეგლარს და იესე-აღა-ბაბას, სოფელი თიღვა უბოძა. შემდეგში, როგორც ჩანს, თანაუგრძნობდა ერეკლე II-ის ოპოზიციას, 1770 წელს მეფესთან დააბეზღეს როგორც მოღალატე, მაგრამ თავი გაიმართლა. ლარგვისში აუგია წმ. თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესია. ცოლად ჰყავდა თინათინ მაჩაბელი (ჩანს 1810).

ლიტერატურა

რედაქტირება