დავით ქევხიშვილი

ქართველი ძიუდოისტი

დავით ქევხიშვილი (დ. 5 იანვარი, 1983 ახალსოფელი, ახლანდ. ყვარლის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი.

დავით ქევხიშვილი
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 5 იანვარი, 1983
დაბ. ადგილი ახალსოფელი, ყვარლის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
სიმაღლე 170[1]
წონა 73[1]
სპორტი
ქვეყანა საქართველო
სპორტი ძიუდო

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წითელ დიპლომზე. საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი, 2004-2008 წლებში იყო ნაკრების კაპიტანი. არის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი და პრიზიორი, 2004 წლის ათენის ოლიმპიადის მონაწილე (VII ადგილი). ღირსების ორდენის კავალერი.

2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 25 აპრილამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2014 წლის 25 აპრილს, პოლიციამ ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი და მასთან ერთად კიდევ 17 პირი, ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტები წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 2014 წლის 25 აპრილს დილით დააკავა. ამავე დროს, საკრებულოს წევრებმა დახურული სხდომა გამართეს და გამგებელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

2014 4 ნოემბერს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უკანონოდ ცნო ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება, გამგებელ დავით ქევხიშვილის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. 2012 წლის 10 დეკემბრიდან საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია.[2]

საერთო შედეგები

რედაქტირება
დისციპლინა ადგილმდებარეობა წონითი კატეგორია ტურნირი ადგილი
ძიუდო   ტოკიო, იაპონია -81 კგ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2008  
ძიუდო   პარიზი, საფრანგეთი -73 კგ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2006  
ძიუდო   ბაზელი, შვეიცარია -73 კგ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2002  
ძიუდო   მარიბორი, სლოვენია -73 კგ ევროპის ჩემპიონატი 2002  
ძიუდო   ლისაბონი, პორტუგალია -73 კგ ევროპის ჩემპიონატი 2008  
ძიუდო   როტერდამი, ნიდერლანდები -73 კგ ევროპის ჩემპიონატი 2005  
ძიუდო   ბუქარესტი, რუმინეთი -73 კგ ევროპის ჩემპიონატი 2004  
ძიუდო   ბელგრადი, სერბეთი -73 კგ ევროპის ჩემპიონატი 2007  
ძიუდო   მარიბორი, სლოვენია -73 კგ ევროპის ჩემპიონატი 2002  

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება