დავით უჯმაჯურიძე (პოლიტიკოსი)
დავით უჯმაჯურიძე (დ. 16 მარტი, 1968 — გ. 13 ივნისი, 2019) — ქართველი ეკონომისტი და პოლიტიკოსი.
დავით უჯმაჯურიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 16 მარტი, 1968 |
გარდაცვალების თარიღი | 13 ივნისი, 2019 (51 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, ეკონომისტი |
1993 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის, ეკონომიკისა და მართვის ფაკულტეტი.
1993–1995 წლებში იყო შ.პ.ს. „საქლოგოვაზი“ ეკონომისტი. 1996–2003 წლებში ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას. 2002-2009 წლებში პარტია „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტსაბჭოს წევრი.2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მემარჯვენე ოპოზიცია — მრეწველები, ახლები“, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი. 2008–2017 წლებში ჰქონდა კერძო ბიზნესი.2017–2019 წლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.