დავით თაქთაქიშვილი (საფეხბურთო მწვრთნელი)
დავით თაქთაქიშვილი (დ. 29 ოქტომბერი, 1994, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მეკარის პოზიციაზე. იცავდა საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ თბილისის „გრანდის“ ღირსებას.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დავით თაქთაქიშვილი | ||
დაბადების თარიღი | 29 ოქტომბერი, 1994 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2006–2008 | თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2014 | გრანდი თბილისი | ? | (?) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2014 | სასკო თბილისი (ასისტენტი) | ||
2014 | მარკ სტარზი | ||
2015 | ბახტრიონი ახმეტა | ||
2016 | თბილისი | ||
2016–2018 | მარკ სტარზი (დირექტორი) | ||
2018–2021 | დინამო სოხუმი | ||
2021 | დინამო სოხუმი (გენ. დირექტორი) | ||
2021– | დინამო სოხუმი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
სამწვრთნელო საქმიანობის დაწყების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა „სასკო“ თბილისის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად, „მარკ სტარზის“, ახმეტის „ბახტრიონისა“ და საფეხბურთო კლუბ „თბილისის“ მთავარ მწვრთნელად. 2018–2021 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ სოხუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი.[1][2][3][4][5][6][7][8] 2021 წლის 14 იანვრიდან აპრილის მეორე ნახევრამდე ამავე კლუბის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2021 წლის აპრილის ბოლოდან კვლავ სოხუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელია.
ბიოგრაფია
რედაქტირებადავით თაქთაქიშვილმა სამწვრთნელო საქმიანობა 2014 წელს „სასკო“ თბილისის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაიწყო.[9] იმავე წლის დეკემბრიდან „მარკ სტარზის“ მთავარი მწვრთნელი ხდება. მისი ხელმძღვანელობით გუნდი რამაზ შენგელიას სახელობის თასის ფინალში გადის. 2015 წლის გაზაფხულიდან ახმეტის „ბახტრიონში“ აგრძელებს მუშაობას. 2016 წლიდან საფეხბურთო კლუბ „თბილისის“ მთავარი მწვრთნელია. 2016–2018 წლებში „მარკ სტარზის“ სპორტულ დირექტორად მუშაობს.
2017 წელს მის მიერ მომზადებულმა მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვებისგან დაკომპლექტებულმა საქართველოს ბავშვთა საფეხბურთო ნაკრებმა მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა, სადაც მე-4 ადგილი დაიკავა. დავით თაქთაქიშვილის გაწვრთნილმა საქართველოს ბავშვთა ნაკრებმა ჩემპიონატი ისე ჩაატარა, რომ გოლი არ გაუშვია. ქართველმა ბავშვებმა ჯგუფურ ეტაპზე ერთი შეხვედრა ფრედ (0–0) დაასრულეს, ხოლო ორ შეხვედრაში ერთნაირი ანგარიშით (1–0) გაიმარჯვეს — მათ შორის, ალეკო ანანიძის გოლით ბრაზილიის ბავშვთა ნაკრებთან.[10] ნახევარფინალურ ჯგუფში ლატვიის ბავშვთა ნაკრებს მოუგეს (3–0) და მხოლოდ პენალტების სერიაში დათმეს შეხვედრა მასპინძელ რუსეთის ბავშვთა ნაკრებთან (1–2). საბოლოოდ, გუნდი მე-4 ადგილზე გავიდა. ტურნირის საუკეთესო მეკარე საბა საბიაშვილი გახდა, ხოლო საუკეთესო მცველი — ალეკო ანანიძე.[11]
2018 წლიდან „დინამო“ სოხუმის მთავარ მწვრთნელად ინიშნება. კლუბსა და მწვრთნელს შორის კონტრაქტი 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაფორმდა.[1][2][3][4][5][6][7][8][12]
დავით თაქთაქიშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა ორი სეზონი ჩაატარა, რომლის განმავლობაში სოხუმის „დინამომ“ 58 ოფიციალური მატჩი გამართა. აქედან 27 შეხვედრაში გაიმარჯვება მოიპოვა, 20 შეხვედრა დათმო, ხოლო 11 მატჩი ფრედ დაასრულა.
2020 წლიდან დავით თაქთაქიშვილი კლუბში გენერალური დირექტორის პოზიციასაც ითავსებს. ამავე წლიდან „დინამო“ სოხუმის ქალთა საფეხბურთო გუნდის მთავარ მწვრთნელად ინიშნება, რომელიც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს. მის სახელს უკავშირდება, აგრეთვე, კლუბში საფეხბურთო აკადემიის ჩამოყალიბება და საქართველოს ისტორიაში პირველი ქალთა საფეხბურთო აკადემიის შექმნა.
მიღწევები
რედაქტირება- რამაზ შენგელიას სახელობის თასი: ფინალისტი (2015)
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დავით თაქთაქიშვილის ოფიციალური Facebook გვერდი
- დავით თაქთაქიშვილი — Soccerway
- დავით თაქთაქიშვილი — გაზეთი „ლელო“
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 სერგო კორძაია (12 დეკემბერი, 2018). სოხუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი: იმედია, ახალ სეზონს ახალ სტადიონზე დავიწყებთ· ციტატა: „...2018 წელს სოხუმის „დინამო“ ახალი მთავარი მწვრთნელით შეხვდა. გამოცდილი რევაზ ძოძუაშვილის ნაცვლად, 23 წლის დავით თაქთაქიშვილი დაინიშნა, რომელმაც შემადგენლობა ლამის მთლიანად შეცვალა. მაშინ დაიწყო კლუბის სამწლიანი განვითარების გეგმის განხორციელება.“ · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 29 დეკემბერი, 2019. წყარო: გაზეთი „ლელო“. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
- ↑ 2.0 2.1 Robert O’Connor (17 ივლისი, 2018). Where football meets politics· ციტატა: „...Davit Taktakishvili is the head coach of the ‘other’ Dinamo Sukhumi, heirs to the side created by internally displaced persons (IDPs) who split from Dinamo in the Soviet league and began again in the early 90’s in Tbilisi.“ · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 29 დეკემბერი, 2019. წყარო: New Internationalist. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
- ↑ 3.0 3.1 მერაბ მამულაშვილი (25 ივლისი, 2018). სოხუმის „დინამოს“ დამფუძნებელი მამუკა ბიძინაშვილი: საკუთარ სტადიონს ავაშენებთ... ეს იქნება უეფას მეორე კატეგორიის კომპლექსი· ციტატა: „...ჩვენ გვყავს სათადარიგო გუნდი, სადაც 16–20 წლის ბიჭები თამაშობენ. ისინი თბილისის პირველობაზე გამოდიან და ასაკით ბევრად უფროს მოწინააღმდეგეებთან თამაშებით იზრდებიან და მიმაჩნია საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებით, მომავალ წელს, რამდენიმე მათგანი მთავარ გუნდში დამკვიდრებასაც შეძლებს. მათი პროგრესისთვის ჩვენი მთავარი მწვრთნელი დავით თაქთაქიშვილი და მისი სტაფი ყველაფერს აკეთებენ.“ · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 28 დეკემბერი, 2019. წყარო: გაზეთი „ლელო“. წაკითხვის თარიღი: 28 დეკემბერი, 2019.
- ↑ 4.0 4.1 ილია ნანობაშვილი (3 ოქტომბერი, 2019). ნაძალადევის სტადიონზე სოხუმური დერბი გაიმართა· სოხუმის „დინამომ“ 3–1 აჯობა „ცხუმს“. ციტატა: „...შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის სპორტის კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია და ვეტერანი ფეხბურთელები დაესწრნენ. სოხუმის დინამოს ამჟამად დავით თაქთაქიშვილი წვრთნის, ხოლო ცხუმს – ნუგზარ ბოჯგუა.“ · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 29 დეკემბერი, 2019. წყარო: LeaderSport.ge დაარქივებული 2018-08-09 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
- ↑ 5.0 5.1 Роберт О’Коннор (16 დეკემბერი, 2018). Грузинские изгнанники поддерживают память при помощи футбола· ციტატა: „...Существует и другое «Динамо (Сухуми)» — молодежная команда, организованная в Тбилиси и играющая в нижних эшелонах грузинского чемпионата. Как и «Гагра», этот клуб был создан по инициативе снизу, усилиями спортсменов и болельщиков, изгнанных из Абхазии. «Родители считали, что их детям необходимо сохранить принадлежность к Абхазии, — сказал Eurasianet.org тренер команды Давид Тактакишвили. — Хотя они грузины, они хотят помнить о своем бывшем доме. Они были очень взволнованы».“ · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 29 დეკემბერი, 2019. წყარო: Eurasianet.org. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
- ↑ 6.0 6.1 New Internationalist посвятил статью «Динамо» Сухуми — «Там, где футбол встречается с политикой»· ციტატა: „...Журналист британского издания New Internationalist Роберт О’Коннор посвятил футбольному клубу «Динамо» Сухуми под названием «Там, где футбол встречается с политикой». Сухумская команда играет в «Г» группе Чемпионата региональной лиги Грузии. Команда является правопреемником того «Динамо» Сухуми, который выступал на чемпионате Советского Союза. Сейчас команда базируется в Тбилиси. Интервью изданию дал главный тренер «Динамо» Сухуми Давид Тактакишвили.“ 21.07.2018. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 29 დეკემბერი, 2019. წყარო: 1tv.ge. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
- ↑ 7.0 7.1 დავით თაქთაქიშვილის კომენტარი · ს.კ. „დინამო“ სოხუმის მთავარი მწვრთნელის დავით თაქთაქიშვილის კომენტარი მოსამზადებელ ეტაპსა და მეტოქე გუნდზე · წყარო: Dinamo Sokhumi. გამოქვეყნდა 5 მარ. 2018-ში.
- ↑ 8.0 8.1 New Internationalist посвятил статью «Динамо» Сухуми· Интервью изданию дал главный тренер «Динамо» Сухуми Давид Тактакишвили. 22 июля 2018 года. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 29 დეკემბერი, 2019. წყარო: novost.ge. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
- ↑ სასკო 2004· დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 28 დეკემბერი, 2019. წყარო: თბილისის ფეხბურთის ფედერაცია“ დაარქივებული 2019-12-29 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 28 დეკემბერი, 2019.
- ↑ მერაბ მამულაშვილი (27 ოქტომბერი, 2017). ბავშვთა ტურნირი რუსეთში — ანანიძის და ბებიას გოლებით საქართველო ნახევარფინალში გავიდა· ციტატა: „...მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვების ნაკრები (იგივე „SOS ბავშვთა სოფლის“ აღსაზრდელები) წარმატებით გამოდის მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც „SOS ბავშვთა სოფლების“ არაოფიციალურ მსოფლიოს ჩემპიონატად იწოდება. ჩვენმა ბავშვებმა ეთიოპიასთან 0–0 ითამაშეს, ბრაზილიას ალეკო ანანიძის გოლით 1–0 მოუგეს, ხოლო ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში იმავე ანგარიშით ყაზახეთსაც სძლიეს. ამ მატჩში თავი ნიკა ბებიამ გამოიჩინა. ამრიგად, ქართული გუნდი გავიდა ნახევარფინალში, რომელიც დღეს გაიმართება. ჩვენი მეტოქე ლატვია იქნება. „ბავშვებმა გასაოცარი ბრძოლისუნარიანობა, ჟინი გამოავლინეს და მეტოქეები ღირსეული თამაშით დაამარცხეს. ახლა ნახევარფინალში ვხვდებით ლატვიას, რომელსაც ძლიერი ნაკრები ჰყავს, მაგრამ იმედია, მასაც დავამარცხებთ“ — ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით თაქთაქიშვილი.“ · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 29 დეკემბერი, 2019. წყარო: გაზეთი „ლელო“. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
- ↑ მერაბ მამულაშვილი (31 ოქტომბერი, 2017). ფეხბურთი ყველასათვის: საქართველოს ბავშვთა ნაკრები მოსკოვის ფესტივალზე· ციტატა: „...დავით თაქთაქიშვილის გაწვრთნილმა ქართველმა ბავშვებმა ერთი შეხვედრა 0–0 ითამაშეს, ორი კი 1–0 მოიგეს, მათ შორის, ბრაზილიასთან ნახევარფინალურ ჯგუფში გავიდნენ. იქ ლატვიას 3–0 მოუგეს, რუსებთან კი პენალტების სერიაში 1–2 წააგეს. საბოლოოდ, გუნდი მე-4 ადგილზე გავიდა.“ · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 28 დეკემბერი, 2019. წყარო: გაზეთი „ლელო“. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
- ↑ Where football meets politics. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
- ↑ „"დინამო" სოხუმის ქალთა გუნდი "ზამთრის თასის" ვერცხლის პრიზიორია“. დინამო სოხუმი. 6 მარტი, 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-21. ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენები და სპორტის მუშაკები დააჯილდოვა