მარკ სტარზი (საფეხბურთო კლუბი)

„მარკ სტარზი“საქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. დაარსდა 2012 წელს.

მარკ სტარზი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი მარკ სტარზი
დაარსდა 2012
პრეზიდენტი ნიგერიის დროშა კელვინ ოტუსი
მწვრთნელი საქართველოს დროშა დავით ქოქიაშვილი
ლიგა მეორე ლიგა
პირველი ლიგა 2016 მე-7 ადგილი,თეთრი ჯგუფი (გავარდა მეორე ლიგაში)
საიტი ოფიციალური საიტი

კლუბი დაარსდა 2012 წელს, ყოფილი ნიგერიელი ფეხბურთელის, კელვინ ოტუსის მიერ. სწორედ ის იმყოფება კლუბის ამჟამინდელი მფლობელი და პრეზიდენტი. ერთ-ერთ ინტერვიუში ოტუსმა განაცხადა, რომ მას სურს „მარკ სტარზი“ აქციოს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ გუნდად, რომელიც ქართველ გულშემატკივრებს ევროტურნირებზე ასპარეზობით გაახარებს. 2015-2016 წლების სეზონში „მარკ სტარზმა“ ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა, რის შედეგადაც მეორე ლიგიდან პირველში აღზევდა, თუმცა შემდგომი წელი გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა, „მარკ სტარზმა“ მხოლოდ ერთი თამაში მოიგო და შედეგად ისევ მეორე ლიგაში დაბრუნდა.

2018 წლის სეზონი გუნდისთვის ძალიან ცუდი გამოდგა. სეზონის განმავლობაში კლუბმა ორი მწვრთნელი გამოიცვალა საბოლოოდ კი გუნდი ლიგა 3-დან რეგიონულ ლიგაში დაქვეითდა, ამის შემდეგ გუნდმა დიდი ფინანსური კრიზისი განიცადა.

2019 წელი „მარკ სტარსის“ არსებობისთვის უკანასკნელი გამოდგა და გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე მოხსნეს გათამაშებიდან დაგროვილი დავალიანების გამო.

მთავარი მწვრთნელები :

რედაქტირება
პერიოდი მწვრთნელები
2012–2013 თენგიზ სულაქველიძე (უმცროსი)
2013–2014 დავით მაჩიტიძე
2014–2015 დავით თაქთაქიშვილი
2015 ბოლოს კახაბერ კეკელიძე
2015–2016 თენგიზ სულაქველიძე (უმცროსი)
2016–2017 დავით ქოქიაშვილი
2018 კახა გოგიჩაიშვილი
2018 გიორგი ფეიქრიშვილი
2019 კახაბერ კეკელიძე

მიღწევები

რედაქტირება

საქართველო

რედაქტირება
  • მეორე ლიგა (ცენტრალური ზონა)
    • გამარჯვებული (1): 2015–16
  • რამაზ შენგელიას სახელობის თასი
  • გამარჯვებული 2012–2013
  • ფინალისტი: 2014–2015

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მედია
Sportall.ge · MySports.ge დაარქივებული 2019-12-31 საიტზე Wayback Machine. · Goal.ge