დავით თავხელიძე

ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი.

დავით თავხელიძე (დ. 1910, ფერსათი — გ. 1989) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი.

დავით თავხელიძე
დაბ. თარიღი 1910
დაბ. ადგილი ფერსათი (ბაღდათის მუნიციპალიტეტი)[1]
გარდ. თარიღი 1989[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ინჟინერი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1933 წელს დაამთავრა თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტი.

1932-1937 წლებში ლენინგრადის სატყეო აკადემიის ასპირანტი. 1937 წელს დაბრუნდა თბილისში და დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის სატყეო ტექნიკურ ინსტიტუტში გამოყენებითი მექანიკის კათედრის გამგის თანამდებობაზე. ინტენსიურად მუშაობდა ტყის სამუშაოების მექანიზაციის საკითხებზე და 1938 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი მონოგრაფია „ტყის მექანიკური მორთრევა“, სადაც განხილულია ტყის ნაკვეთებიდან ხის მორების გამოტანის საკითხები (მორთრევა) და, რაც მთავარია, პირველად არის დასმული პრობლემა ტყის სამუშაოების თანამიმდევრობის ოპტიმალური ვარიანტების ძირითადი პრინციპისა და მისი გამოყენების აქტუალობაზე ხე-ტყის მრეწველობაში. 1938 წელს მიიწვიეს საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში (შემდგომ პოლიტექნიკური ინსტიტუტი) გამოყენებითი მექანიკის და მანქანათა ნაწილების კათედრის დოცენტად. მასვე უნდა წაეკითხა მანქანების თეორიის კურსი. 1942 წლის დასაწყისში იგი დაინიშნა საქართველოს სატყეო მრეწველობის სამინისტროს ხის დამუშავების ტრესტის მმართველად. 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გამოყენებითი მექანიკისა და მანქანათა ნაწილების კათედრაზე, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა კათედრის გამგის თანამდებობაზე. ის იყო საქართველოში პირველი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1946) და პროფესორი მექანიზმებისა და მანქანების თეორიის დარგში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მრავალხერხიანი დაზგის ხერხების შეთანხმებული ანალიზი და ოპტიმალური განლაგების საკითხები“, დაიცვა 1937 წელს (ქალაქი ლენინგრადი).

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1980 — ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1974 — გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • 1960 — საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • მექანიზმებისა და მანქანების თეორია (ავტორი) // ნაწ. 2. თბილისი, 1975, გვ. 219
  • მექანიზმებისა და მანქანების თეორია (ავტორი) // ნაწ. 1. თბილისი, 1968, გვ. 254

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979, გვ. 571

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00006490