დავით ვოლკოვი
დავით ვოლკოვი (დ. 3 ივნისი, 1995, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. საქართველოს ჩემპიონი „საბურთალოს“ შემადგენლობაში (2018). საქართველოს თასისა (2014–2015) და საქართველოს სუპერთასის (2015) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. 2022 წლის ივნისიდან იცავს აზერბაიჯანის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ „საბაჰის“ ღირსებას.[1] 2021 წლიდან არის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დავით ვოლკოვი | ||
დაბადების თარიღი | 3 ივნისი, 1995 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2012–2013 | გაგრა | 23 | (10) |
2013–2016 | დინამო თბ. | 4 | (0) |
2013–2015 | → დინამო-2 თბ. | 23 | (7) |
2016 | → ჩიხურა | 8 | (4) |
2016 | → სიონი | 14 | (6) |
2017 | ზემუნი | 1 | (1) |
2017–2019 | საბურთალო | 40 | (16) |
2019 | გაბალა | 27 | (7) |
2020–2022 | ზირა | 58 | (20) |
2022– | საბაჰი | 56 | (16) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2021– | საქართველო | 4 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 20 მარტი, 2021 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 6 თებერვალი, 2023 |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო კარიერა
რედაქტირება2012–2013 წლებში თამაშობდა „გაგრაში“, სადაც 23 შეხვედრაში 10 ბურთი გაიტანა. 2013–2016 წლებში თბილისის „დინამოში“ ასპარეზობდა, საიდანაც იჯარით ჯერ „დინამოს“ მეორე გუნდის შემადგენლობაში, ხოლო შემდეგ საჩხერის „ჩიხურაში“ და ბოლნისის „სიონშიც“ გამოდიოდა. 2015 წელს „დინამოს“ შემადგენლობაში საქართველოს თასი და საქართველოს სუპერთასი მოიპოვა.
2017 წელს სერბეთის „ზემუნში“ გადაინაცვლა, სადაც ტრავმის გამო მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.[2]
2017 წლიდან 2019 წლამდე „საბურთალოს“ ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც ეროვნული ლიგის 40 მატჩი ითამაშა და 16 ბურთი გაიტანა. 2018 წელს გუნდთან ერთად პირველად დაეუფლა საქართველოს ჩემპიონის ტიტულს.
2019 წელს აზერბაიჯანის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ „გაბალაში“ თამაშობდა, სადაც 27 ჩატარებულ შეხვედრაში 7 გოლი შეაგდო.[3][4][5]
2020–2022 გამოდიოდა აზერბაიჯანის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ „ზირაში“.[6][7]
საკლუბო სტატისტიკა
რედაქტირება№ | კლუბი | ქვეყანა | წლები | წყარო |
---|---|---|---|---|
1 | გაგრა | საქართველო | 2012–2013 | |
2 | დინამო თბილისი | საქართველო | 2013–2016 | [8] |
3 | დინამო თბილისი 2 | საქართველო | 2013–2015 | [9] |
4 | ჩიხურა საჩხერე | საქართველო | 2016 | [10] |
5 | სიონი ბოლნისი | საქართველო | 2016 | [11] |
6 | ზემუნი | სერბეთი | 2017 | |
7 | საბურთალო | საქართველო | 2017–2019 | [12][13][14] |
8 | გაბალა | აზერბაიჯანი | 2019 | |
9 | ზირა | აზერბაიჯანი | 2020–2022 | |
10 | საბაჰი | აზერბაიჯანი | 2022– |
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებასაქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში გამოიძახეს 2021 წლის 8 ნოემბერს. დებიუტი შედგა 11 ნოემბერს, შვედეთის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ.[15] 70-ე წუთზე, თორნიკე ოქრიაშვილის ნაცვლად, მოედანზე დავით ვოლკოვი გამოჩნდა, რომელმაც დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, ითამაშა ყველა მაღალ ბურთზე.[16] შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დამთავრდა ანგარიშით 2–0.[17] 15 ნოემბერს უზბეკეთის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში დავით ვოლკოვმა საქართველოს ნაკრების რიგებში მეორე თამაში ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა. საქართველომ ანგარიშით 1–0 გაიმარჯვა.[18]
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ჩემპიონი: 2018
- თასის მფლობელი: 2015
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ეროვნული ნაკრების ოფიციალური საიტი
- ეროვნული ლიგის ოფიციალური საიტი
- თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი
- თბილისის „საბურთალოს“ ოფიციალური საიტი
- FootballDatabase.eu
- FootballFacts.ru
- Gabala FK · Official website
- Soccerway
- Sports.ru
- Transfermarkt
- WorldFootball.net დაარქივებული 2019-01-12 საიტზე Wayback Machine.
- YouTube · Davit Volkovi · Goals 2017 · Zerozero.pt
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ვოლკოვის ბრწყინვალე თავური გოლები
- ↑ დავით ვოლკოვი: ალბათ, სერბეთში აღარ დავბრუნდები. 21 წლის დავით ვოლკოვი თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. უთამაშია „გაგრაში“, თბილისის „დინამოში“, „ჩიხურასა“ და ბოლნისის „სიონში“. გასული სეზონი კი სერბეთის პირველი ლიგის ბინადარ „ზემუნში“ ჩაამთავრა. ვოლკოვი სერბეთიდან საქართველოში დაბრუნდა და „ლელოს“ უთხრა, რომ დიდი ალბათობით, დატოვებს კლუბს, რომელიც სერბეთის სუპერლიგაში აღზევდა. 07 ივნისი, 2017. SportAll.Ge. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2019.
- ↑ Волкови в Габале. Грузинский нападающий Давит Волкови официально стал игроком "Габалы". 24-летний форвард подписал сегодня контракт с габалинцами сроком на 1 год. Воспитанник тбилисского "Динамо", Волкови выступал на родине также за "Гагру", "Чихуру" и "Сиони", после чего год назад ненадолго уехал в сербский "Земун". Последний сезон Давит провел в "Сабуртало", став чемпионом Грузии. Azerifootball.com. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2019.
- ↑ „საბურთალოს“ თავდამსხმელი კარიერას აზერბაიჯანში გააგრძელებს. Azerifootball-ის ცნობით, აზერბაიჯანის „გაბალა“ „საბურთალოს“ ყოფილი თავდამსხმელის დავით ვოლკოვის სამსახურით დაინტერესდა. გამოცემის მტკიცებით, გუნდის სამწვრთნელო შტაბმა თანხმობა განაცხადა და ტრანსფერი შეიძლება ამ კვირაში გაიჩარხოს. 23 წლის ვოლკოვმა გასულ სეზონში „საბურთალოს“ შემადგენლობაში 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ის ადრე „გაგრაში“, სერბეთის „ზემუნში“, თბილისის „დინამოსა“ და „ჩიხურაში“ თამაშობდა. „გაბალა“ 14 ტურის შემდეგ 17 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. SportAll.Ge. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2019.
- ↑ ოფიციალურად: დავით ვოლკოვი „გაბალას“ ფეხბურთელი გახდა. თბილისის „საბურთალოს“ ყოფილი თავდამსხმელი დავით ვოლკოვი აზერბაიჯანული „გაბალას“ ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია „გაბალას“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ვოლკოვმა „გაბალასთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. საიტის ცნობით, ეს აზერბაიჯანული კლუბის უკვე რიგით მეორე ტრანსფერია. 2018 წელს დავით ვოლკოვმა თბილისის „საბურთალოს“ მაისურით ეროვნულ ლიგაში 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. SportAll.Ge. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2019.
- ↑ დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს. sportall.ge. ციტატა: „azerisport.com-ის ცნობით ქართველი ფეხბურთელი "ზირასთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს და ტრანსფერი ფინალურ ეტაპზეა. ერთადერთი რაც შეიძლება ხელის შემშლელი ფაქტორი გამოდგეს, ეს ვოლკოვისთვის უკეთესი შეთავაზებაა.“ ციტირების თარიღი: 5 აგვისტო, 2020.
- ↑ „აზერისპორტი“ - „ზირა“ ქართველ თავდამსხმელს შეუთანხმდა. 1tv.ge. ციტატა: „აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი „ზირა“ „გაბალის“ თავდამსხმელ დავით ვოლკოვთან მოილაპარაკა და ფაქტობრივად, მისი ტრანსფერი შეთანხმებულია – ინფორმაციას გამოცემა „აზერისპორტი“ ავრცელებს..“ ციტირების თარიღი: 5 აგვისტო, 2020.
- ↑ მერაბ მამულაშვილი (8 ივნისი, 2015). დავით ვოლკოვი: ვგრძნობ გეგუჩაძის ნდობას და ეს ძალიან მაიმედებს. დავით ვოლკოვი თბილისის „დინამოს“ ახალი სახეა. თავდამსხმელი 3 ივნისს 20 წლის გახდა. ის ცნობილი მეკარის, თემურ ვოლკოვის ვაჟია, რომელსაც თავის დროზე პორტუგალიაშიც უთამაშია და პირველი თაობის საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატიც იყო. დავით ვოლკოვი „დინამოს“ მაისურით 26 მაისს, საქართველოს თასის ფინალში „სამტრედიასთან“ მატჩისას გამოჩნდა. მანამდე, კახა გოგიჩაიშვილის დროს, მან ჩემპიონატის მატჩშიც ითამაშა და გოლიც გაიტანა. ამჯერად, დინამოელთა ახალმა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ ის მოედანზე 85-ე წუთზე გაიყვანა, თუმცა ეს მცირე დროც საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ კვლავ გოლით გამოეჩინა თავი. ყოველდღიური სპორტული გაზეთი „ლელო“. SportAll.Ge. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2019.
- ↑ დავით ვოლკოვი — შევეცდებით გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი. 20 წლის ფორვარდი დავით ვოლკოვი აპრილში გამოჩნდა ძირითად გუნდში. სამი მატჩი ჩაატარა და აქედან ორი უმნიშვნელოვანესი გოლიც გაიტანა. დათო „დინამოსთან“ ერთად იმყოფება შეკრებაზე და გუნდის მომავალს საკამოდ ოპტიმისტურად უყურებს. დავით ვოლკოვი: ორი სეზონია, რაც „დინამოში“ ვარ. ჯერ მეორე გუნდის შემადგენლობაში გამოვდიოდი, შემდეგ კი დუბლებში. გაზაფხულზე სანაკრებო შესვენებაზე, დუბლების რამდენიმე ფეხბურთელი მთავარ გუნდთან ერთად გვავარჯიშეს და პირველი მატჩიც თასზე ვითამაშე, სადაც გოლიც შევაგდე. ეს ვფიქრობ მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემთვის. შემდეგ იყო თასის ფინალი და უზომო სიხარული. 22 ივნისი, 2015. FC Dinamo Tbilisi Official website. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2019.
- ↑ დავით ვოლკოვი იჯარით „ჩიხურაში“ ითამაშებს. ჩვენი გუნდის 20 წლის თავდამსხმელი დავით ვოლკოვი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით საჩხერის „ჩიხურაში“ ითამაშებს. 24 იანვარი, 2016. FC Dinamo Tbilisi Official website. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2019.
- ↑ დავით ვოლკოვი იჯარით „სიონში“ ითამაშებს. ჩვენი გუნდის ფორვარდი დავით ვოლკოვი ამ სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ბოლნისის „სიონში“ ითამაშებს. 20 ივლისი, 2016. FC Dinamo Tbilisi Official website. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2019.
- ↑ ეროვნული ლიგა · ტრანსფერები. „საბურთალო“ · მოვიდნენ: თორნიკე თარხნიშვლი — დინამო, ბათუმი; ნდუე მუეცი — დუნავი, ბულგარეთი; დავით ვოლკოვი — ზემუნი, სერბეთი. 18 ივლისი, 2017. Erovnuli Liga · Official website. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2019.
- ↑ დინამო (თბ) 1–4 საბურთალო. გოლები: 0–1 ვოლკოვი (4), 1–1 თოთაძე (27. ქარდავას პასით), 1–2 მამუჩაშვილი (37), 1–3 ვოლკოვი (49. შინდაგორიძის პასით), 1–4 ხარაიშვილი (71). აქამდე „საბურთალოს“ გათამაშების ლიდერ „დინამოსთან“ არათუ მოგებული არ ჰქონდა, მის კარში გოლიც არ გაეტანა. თუმცა, ამჯერად მატჩი მოულოდნელი შედეგით დასრულდა — „საბურთალომ“ 4–1 გაიმარჯვა. ყველაფერი დავით ვოლკოვმა დაიწყო, რომელმაც ყოფილ კლუბს დასაწყისშივე გაუტანა — 0–1. სერგო კორძაია. ყოველდღიური სპორტული გაზეთი „ლელო“. 18 სექტემბერი, 2017. SportAll.Ge. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2019.
- ↑ გია ტუხაშვილი (12 სექტემბერი, 2017). ეროვნული ლიგის XXV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები. დავით ვოლკოვი ეროვნული ლიგის XXV ტურის სიმბოლურ ნაკრებში. „საბურთალომ“ დედაქალაქურ „დერბიში“ 6–0 მოუგო „ლოკომოტივს“, ახლა კი აშკარად არასახარბიელო სატურნირო სიტუაციაში მყოფ ბათუმის „დინამოს“ ასევე შთამბეჭდავი ანგარიშით (5–0) აჯობა. SportAll.Ge. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2019.
- ↑ „ვოლკოვი პირველად გამოიძახეს - ცვლილება ეროვნული გუნდის შემადგენლობაში #1TVSPORT“. 1TV. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ საგინაშვილი, სალომე (14 ნოემბერი 2021). „სანიოლი: 'ვოლკოვი ჯერ ისევ ჰაერშია, როცა დაგვიბრუნდება, გავესაუბრები'“. crystalsport.ge. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „'დიდი ემოცია და მუხტი მივიღეთ' - ნაკრები უზბეკეთისთვის ემზადება“. popsport. 13 ნოემბერი, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-14. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უზბეკეთი დაამარცხა“. imedinews.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-15. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Dinamo Tbilisi 5–0 FC Samtredia · May 26, 2015 · Georgian Cup Final. Stadium: Mikheil Meskhi Stadium · Attendance: 3.000. Transfermarkt. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2019.