დავით ვირსალაძე (დ. 25 ნოემბერი, 1943, თბილისი — გ. 2017) — ქართველი ექიმი, მეცნიერი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის და ორი მონოგრაფიის, არის ორი სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი, ექიმი–ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2004).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ექიმ კონსტანტინე ვირსალაძის და ბიოლოგ დარეჯან კავკასიძის ოჯახში. მისი დაა პიანისტი ელისო ვირსალაძე. 1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1971–1972 წლებში იყო ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1972–1974 წლებში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასისტენტი, 1974 წელს სწავლული მდივანი, 1978–1985 წლებში თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიის განყოფილების გამგე, 1974 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის კათედრის დოცენტი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ა/ო „დ–მედიტუსი“–ს თავმჯდომარე.

1971 წელს დაიცვა, საკანდიდატო დისერტაციის თემა – „შაქრიანი დიაბეტის დროს ცხიმოვანი ცვლის პათოგენეზის შესწავლა“.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • მეტაბოლური სინდრომი, რეალობა და პერსპექტივები (ავტორი) თბილისი, დედაენა, 2001, ISBN 99928–863–5–8
  • ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის დროს (თანაავტორი) თბ., 1988

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში, თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000, გვ. 106

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება