დავით ერისთავი (მოხელე)

დავით როსტომის ძე ერისთავი (დ. 1780 — გ. 12 აგვისტო, 1830, დაკრძალულია ოძისში) — თავადი, ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი.

რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის (1801) შემდეგ იმპერიის სახელმწიფო სამსახურში იყო. მონაწილეობდა თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში ახალციხესთან (1810). 1812 წლიდან ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებას პატარა ლიახვისა და მეჯუდის ხეობაში მცხოვრებ ოსებთან და მათ გაქრისტიანებას, რისთვისაც მიიღო გუბერნიის მდივნის ჩინი. მონაწილეობდა რუსეთ-ირანის ომში (1826-1828), თავი გამოიჩინა აბასაბადის, სარდარაბდისა და ერევნის ბრძოლებში (1827), რისთვისაც მიიღო წმ. ანას IV ხარისხის ორდენი და კოლეგიის მდივნის წოდება. გარდაიცვალა 1830 წელს ქოლერით. ჰყავდა ცოლი — მარიამ (მაია), თავად ივანე ქობულაშვილის ასული (დ. 1786 — გ. 1848) და შვილები — როსტომი, გიორგი (ცნობილი მწერალი), ივანე და თინათინი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძნიშვილი მ., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის : II მასალები ბიოგრაფიული ლექსიკონისათვის (ა–ე), თბ., 1980. — გვ. 232.