დავით გაბარაევი
დავით გაბარაევი (დ. 30 დეკემბერი, 1933, ქვათეთრი — გ. 2007) — ოსი მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1978).
1966-1970 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში. 1960 წლიდან ცხინვალის ოსური დასის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია ხაძი (მ. შავლოხოვის „გაცი“), კარნუ, ბათი (გ. ხუგაევის „ჩემი ცოლის ქმარი“ და „ბათი“), ყაზბეგი (ს. კაიტოვის „დედის გული“), კრასიდასი (დ. ასათასის „საჭიროა მატყუარა“), ინალი (ვ. სანაკოევის „მეზობლები“), დაცეგი (მ. გუჩმაზოვის „მგლები“), დათვი (ა. ჩეხოვის „დათვი“), ანოჩკინი (ნ. გოგოლის „ქორწინება“), სვანარელი (ჟ. მოლიერის „ძალად ექიმი“) და სხვა.გაბარაევი ასევე გადაღებულია მხტვრულ ფილმში ჩერმენი.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1974: ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებელი არტისტი
- 1978: საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო, თბ., 1993 გვ. 76