ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დავით აფრასიძე (დ. 15 ივნისი, 1976) — ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, პოლიტოლოგი.

დავით აფრასიძე დაიბადა ქალაქ თბილისში. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 2003 წელს დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა ჰამბურგის უნივერსიტეტში. იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის და სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტის დეკანი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. არის კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს კონსულტანტი. 2009-2010 წლებში იყო ფულბრაიტის სტიპენდიატი დიუკის უნივერსიტეტში. 2000-2004 წლებში იყო ჰამბურგის უნივერსიტეტთან არსებული მშვიდობის კვლევებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროებია: პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია, დემოკრატიზაცია, პოლიტიკური ინსტიტუტები, საგარეო პოლიტიკა. დავით აფრასიძე არის პოლიტოლოგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თავისუფლების დღიურები, 2017, მე-12 წიგნი : „რადიო თავისუფლების“ პროექტი / პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე, თბ., 2018, გვ.91

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_აფრასიძე“-დან