დავით-ბეგი (სომხ. Դավիթ Բեկ; გ. 1728) — ირანელ და თურქ დამპყრობთა წინააღმდეგ სომეხი ხალხის განმათავისეფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი წინამძღოლი.

დავით-ბეგის ძეგლი კაპანში.

ერთ-ერთი სომხური წყაროს მიხედვით, დავით-ბეგმა მთელი სიცოცხლე გაატარა საქართველოში, სადაც „მოიპოვა დიდება, პატივი და მხედართმთავრის სახელი". უზბაშად (ასისთავი) მსახურობდა ქართული ჯარის იმ ნაწილში, რომელსაც ბაქარ ბატონიშვილი სარდლობდა. XVIII საუკუნის 20-იან წლებში აღმოსავლეთი სომხეთის მოსახლეობა ირანელთა წინააღმდეგ აღდგა. აჯანყებულებმა დახმარება სთხოვეს ქართლის სამეფო კარს. ბაქარ ვახტანგის ძემ დავით-ბეგი სომხეთში გაგზავნა. 1724-1725 წლებში ღაფანელმა სომხებმა დავით-ბეგის მეთაურობით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს თურქებზე, რამაც ხელი შეუწყო სომეხი ხალხის განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობას. დავით-ბეგი თურქების წინააღმდეგ ბრძოლისას დაიღუპა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მაისურაძე გ., ბაქარი და ამიერკავკასიის ხალხთს განმათავისუფლებელი მოძრაობა XVIII საუკუნის I მეოთხედის დასასრულს. კტ.: ძიებანი საქართველოს და კავკასიის ისტორიიდან, თბ., 1976;
  • Арутюнов П. Т., Освободительные движение армянского народа в первой четверти XVIII в., М., 1954;