დავითიანნი — ახალგაზრდული მოძრაობა საქართველოში, რომელიც 2007 წელს, დავითობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა.

დავითიანნი
დევიზი ჩვენ ვართ იქ, სადაც ახალგაზრდები არიან!..
შეიქმნა 2007 წელი
ტიპი არასამთავრობო ორგანიზაცია
მდებარეობა საქართველო
მდივანი კოტე სვანაძე, გიორგი მიქანაძე

სახელი „დავითიანნი“ დაკავშირებულია ორი მეფის — დავით აღმაშენებლისა და დავით მეფსალმუნის სახელთან. დავითიანნმა ამ მეფეების სახელზე ხატი შექმნა, სადაც ერთადაა გამოსახული მეფე დავით აღმაშენებელი და ფსალმუნთა მთქმელი მეფე დავითი.

დავითიანნის საქმიანობის ძირითადი მიზანი მომავალ თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობაა, რომელიც ადამიანის ფსიქო-სოციალური ფაქტორებიდან გამომდინარე ბევრი მიმართულებით ყურადღების გამახვილებას ითვალისწინებს. აღნიშნული გამოიხატება — ახალგაზრდებში სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობების საშუალებით ეროვნული, სულიერი, ინტელექტუალური, კულტურული, ფასეულობების განვითარებასა და პოპულარიზაციაში.

დავითიანნის საქმიანობა მოიცავს პირველადი პრევენციული და არაპრევენციული პროგრამების ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას, როგორიცაა: სპორტული ტურნირები, ლიტერატურული მარათონები, ხელნაკეთობათა გამოფენა-კონკურსები, არტ-ფესტივალები, სამეცნიერო კონფერენციები, შეხვედრები საზოგადო მოღვაწეებთან, საქველმოქმედო აქციები, ფართომასშტაბიასნი მსვლელობები, საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნა, შემეცნებით-გასართობი ექსკურსიები. დავითიანნი უკვე აქტიურად მუშაობს მსჯავრდებულებთან და პრობაციონერებთან, მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის საკითხზე. საგანმანათლებლო მიმართულება მოიცავს ლექციების კურს და სემინარებს სხვადასხვა მიმართულებით მათ შორის ნარკომანიასა და შიდსზე.

 
დავითიანნის მფარველი წმინდანები

ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2007 წელს, დავითობის დღესასწაულზე, ახალგაზრდული ცენტრის – “ძლევაის” ბაზაზე შეიქმნა. თვითონ სახელი “დავითიანნი” დაკავშირებულია ორი უდიდესი მეფის მეფე დავით აღმაშენებლისა და დავით მეფსალმუნის სახელთან. დავითიანნმა ორგანიზაციის მფარველი დიდი მეფეების სახელზე უნიკალური ხატი შექმნა, სადაც ერთადაა გამოსახული მეფე დავით აღმაშენებელი და ფსალმუნთა მთქმელი მეფე დავითი. პირველი დონორები გახდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და IOCC – საერთაშორისო მართლმადიდებლური ქრისტიანული მოწყალების ორგანიზაცია. დროთა განმავლობაში საქმიანობის მასშტაბებიდან გამომდინარე, დონორებისა და პარტნიორების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. დავითიანნის საქმიანობის ძირითადი მიზანი ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დამკვირდებაა.

საქმიანობა

რედაქტირება

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2007 წლიდან სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებთან.

ორგანიზაციის ინტერესის სფერო ახალგაზრდული მიმართულებით საქმიანობაა. აღნიშნული გამოიხატება – საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებში სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობების საშუალებით ეროვნული, სულიერი, ინტელექტუალური, კულტურული, ფასეულობების განვითარებასა და პოპულარიზაციაში.

დავითიანნის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: საერო და საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნა პოპულარიზაცია; ინტელექტუალური და შემეცმებითი პროექტებისა და კონკურსების ორგანიზება; ახალგაზრდული აზრის კვლევა; საზოგადო მოღვაწეებთან ახალგაზრდების შეხვედრების მოწყობა; სპორტული ტურნირებისა და აქტივობების გამართვა;

ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება

რედაქტირება
 

დავითიანნის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიზნებია:

  • ახალგაზრდების მეტი ჩართულობა საზოგადოებრივ პროცესებში;
  • სხვადასხვა მიმართულებით ახალგაზრდული კომიტეტების ჩამოყალიბება;
  • ახალგაზრდული ინიციატივით სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;
  • საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების შესწავლა და რეაგირება;
  • ახალგაზრდობის სხვადასხვა სეგმენტს შორის კავშირის უზრუნველყოფა;
  • საზოგადოებრივ აზრზე ან მოვლენაზე რეაგირება.

ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება მოიცავს სხვადასხვა მიზნის გარშემო გაერთიანებულ რამდენიმე ჯგუფს:

  • ახალგაზრდული პრობლემების შემსწავლელი ჯგუფს
  • კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის კომიტეტს
  • გარემოს დაცვის კომიტეტს
  • ანალიტიკური კვლევების ჯგუფს

სამეცნიერო საინფორმაციო სააგენტო „დოქტრინა“

რედაქტირება

დავითიანნთან არსებული ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი „დოქტრინას“ მისიაა პროგრესული სამეცნიერო სადისკუსიო კულტურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების ჩართვა ინტელექტუალური თაობის ფორმირების პროცესში.

დოქტრინას მიზნებია:

  • მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე სამეცნიერო ტენდენციების შესახებ ოპერატიულად განახლებადი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის
  • თანამედროვე სამეცნიერო ტენდენციების შესახებ საზოგადოებრივი განხილვების ორგანიზება მეცნიერთა, ახალგაზრდა მკვლევართა, და სტუდენტთა აქტიური ჩართულობით.
  • ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზების თაობაზე სამეცნიერო დისკუსიების ორგანიზება მეცნიერთა, ახალგაზრდა მკვლევართა, და სტუდენტთა აქტიური ჩართულობით.
  • ადგილობრივი სამეცნიერო საზოგადოების, ახალგაზრდა მკვლევარ ანალიტიკოსთა, სტუდენტთა სამეცნიერო შეხედულებების პოპულარიზაციისათვის ეფექტური საკომუნიკაციო სივრცის ფორმირე

ლიტერატურული კლუბი „დალკი“

რედაქტირება
 
„დალკის“ ლოგო

დავითიანნთან არსებული ლიტერატურული კლუბი- „დალკი“ დაარსდა 2011 წლის 14 აპრილს,სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია-II-ის კურთხევით. „დალკში“ გაერთიანებულნი იყვნენ დავითიანნის მიერ ჩატარებული სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსების გამარჯვებულები, დამწყები პოეტები და მწერლები. მათი პირველი საღამო-პრეზენტაცია გაიმართა პატრიაქთან,სადაც კლუბის წევრებმა პატრიარქს გააცნეს საკუთარი შემოქმედება. მოგვიანებით, ლიტერატურულ კაფე „ქარავანში“ გაიმართა „დალკის“ პრეზენტაცია და პოეტური პერფორმანსი ეგიდით I(აი) თაობა, რითიც დალკელებმა საზოგადოებას გააცნეს საკუთარი შემოქმედება და საკუთარი თავი. მოგვიანებით „დალკის“ შემადგენლობა გაიზარდა და ამ ეტაპისთვის მისი წევრების რაოდენოდა 14 ადამიანს შეადგენს. „დალკი“ ეწევა სხვადასხვა სახის საქმიანობას. კლუბის წევრები ეცნობიან და განიხილავენ ერთმანეთის ნაწარმოებებს, ჯანსაღი კრიტიკის პირობებში ხდება ლიტერატურული ხარისხის ზრდა. ასევე იმართება წიგნის განხილვები, რაც ხელს უწყობს ახალაზრდობის ლიტერატურით დაინტერესებას. „დალკის“ მიზანიც ესაა-საზოგადოების მაქსიმალურად დაინტერესება ლიტერატურით. დღეისათვის ლიტერატურული კლუბი აღზევების ფაზაშია. „დალკის“ დევიზია: „ლიტერატურა მოდის თქვენთან !“

 
კინოკლუბი „მზესუმზირა“

კინოკლუბი „მზესუმზირა“

რედაქტირება

ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის კინოკლუბი "მზესუმზირა" ახალგაზრდებს სთავაზობს სხვადასხვა ჟანრის ფილმებს ყოველ კვირას, სპეციალურად მოწყობილ კინოდარბაზში. 4 ყოველი ფილმის ჩვენებაზე არის სტუმარი, რომელთან ერთადაც განიხილავენ ფილმის შინაარსსა და მის კავშირს საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებთან.

რაგბის კლუბი

რედაქტირება
 
რაგბის კლუბი

გუნდი შეიქმნა 2012 წლის გაზაფხულზე სარაგბო კლუბ “უნივერსიტეტის“ ბაზაზე.

  • ასაკობრივი კატეგორია: 1996-1997; 1998-1999; 2000-2001; 2002-2003;
  • გუნდის წევრთა რაოდენობა: 200-მდე
  • ადგილმდებარეობა: თბილისი

2012 წლის აგვისტოში “დავითიანნს” შემოუერთდა რაგბის კლუბი “ლომები”, “ბ” და “ა” ლიგის ასაკობრივი კატეგორიით (1995-1996-1997 წელს დაბადებულები), რის შედეგადაც გუნდის წვერთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა 70 მოთამაშით და ჯამში გუნდში უკვე ირიცხება 200-მდე მორაგბე.

„დავითის სადროშე“

რედაქტირება
 
„დავითიანნის“ სადროშე

2013 წლის 31 მარტს დავითიანნის სარაგბო კლუბის მოთამაშეების ბაზაზე დაარსდა „დავითის სადროშე,“ რომელიც მოქმედებს „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“- ის (როგორც ამას ბრძანებს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II) მსახურების, ერთგულებისა და დაცვის პრინციპით . „დავითის სადროშეს“ პირველი ღონისძიების ფარგლებში სადროშეს წევრებმა მიიღეს მონაწილეობა საგურამოს წმ. გიორგის სახელობის ტაძრის გახსნის ცერემონიაში, გაეცნენ ზედაზენის მონასტრის ისტორიას, არქიტექტურას, წმ. იოანე ზედაზნელის ცხოვრებას და დაასუფთავეს ზედაზენის ნაკრძალი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება