დაგლას დაიმონდი
დაგლას დაიმონდი (ინგლ. Douglas Diamond; დ. 25 ოქტომბერი, 1953)[9][10] — ამერიკელი ეკონომისტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბუთის ბიზნესის სკოლის ფინანსების პროფესორი 1979 წლიდან. დაიმონდი სპეციალიზდება ფინანსური შუამავლების, ფინანსური კრიზისებისა და აქტივების ლიკვიდურობის კვლევებში. ფინანსების ამერიკული ასოციაციისა (2003) და დასავლეთის ფინანსური ასოციაციის (2001-2002) ყოფილი პრეზიდენტი.
დაგლას დაიმონდი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Douglas Diamond |
დაბ. თარიღი | 25 ოქტომბერი, 1953 (71 წლის) |
დაბ. ადგილი | ჩიკაგო[1] |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ეკონომისტი და უნივერსიტეტის პროფესორი |
დამსაქმებელი | ჩიკაგოს უნივერსიტეტი |
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა | ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ეკონომეტრიკის საზოგადოება[2] |
ჯილდოები | ეკონომეტრიკის საზოგადოების წევრი[2] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, Morgan Stanley-American Finance Association Award for Excellence in Finance[3] , ნობელის პრემია ეკონომიკაში[4] , ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Clarivate Citation Laureates[5] და უილბერ კროსის მედალი[6] |
ალმა-მატერი | ბრაუნის უნივერსიტეტი[7] და იელის უნივერსიტეტი[8] |
სამეცნიერო ხელმძღვანელი | სტივენ როსი[8] |
დოქტორანტი | Jennifer Conrad[8] , Maryam Farboodi[8] , Archawa Paweenawat[8] , Michael Gofman[8] , David Kyle Musto[8] და Efraim Benmelech |
2022 წლის ოქტომბერში დაიმონდი ბენ ბერნანკესთან და ფილიპ დიბვიგთან ერთად ეკონომიკაში ნობელის პრემიით დაჯილდოვდა. პრემია ეკონომისტებს „ბანკებისა და ფინანსური კრიზისების კვლევებისთვის“ გადაეცათ.[11][12]
დაიმონდი ცნობილია ფინანსური კრიზისებისა და საბანკო პანიკის შესახებ ნაშრომებით, განსაკუთრებით, გავლენიანი დაიმონდ-დიბვიგის მოდელით, რომელიც 1983 წელს გამოქვეყნდა და დელეგირებული მონიტორინგის დაიმონდის მოდელით, რომელიც 1984 წელს დაიბეჭდა.[13] 2016 წელს ინოვაციურ რაოდენობრივ აპლიკაციებში CME Group-მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის პრემიით დაჯილდოვდა.[14]
ადრეული წლები და განათლება
რედაქტირებადაგლას უორენ დაიმონდი დაიბადა 1953 წლის 25 ოქტომბერს.[10] იგი მარტოხელა დედამ აღზარდა ჩიკაგოს გარეუბანში, ჰაიდ-პარკში.[15][16]
თავდაპირველად დაიმონდი მოლეკულური ბიოლოგიის შესწავლას აპირებდა. იგი ბრაუნის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც მილტონ ფრიდმანისა და ანა შვარცის „აშშ-ის მონეტარული ისტორიის“ კურსის გავლის შემდეგ ეკონომიკის შესწავლა გადაწყვიტა.[15][16] 1975 წელს დაიმონდმა ბრაუნის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი მიიღო ეკონომიკაში.[17] 1977 წელს იელის უნივერსიტეტის მაგისტრის, ხოლო 1980 წელს იმავე უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი მიიღო.[17] იელში დაიმონდსა და მომავალ თანანობელიანტს, ფილიპ ჰ. დიბვიგს სტივენ ალან როსი ხელმძღვანელობდათ.[18][19]
დაიმონდის 1980 წლის სადოქტორო თეზისის მესამე თავი „ესეები ინფორმაციული და ფინანსური შუამავლობის შესახებ“ 1984 წელს „ეკონომიკური კვლევების მიმოხილვაში“ გამოქვეყნდა სახელწოდებით „ფინანსური შუამავლობა და დელეგირებული მონიტორინგი“.[20][13] ამ ნაშრომში დაიმონდის დელეგირებული მონიტორინგის ფორმალური მოდელია აღწერილი და ტერმინი „დელეგირებული მონიტორინგი“ დაამკვიდრა.[21] ეკონომიკაში ნობელის პრემიის კომიტეტის თქმით, დაიმონდის მოდელი „ფინანსური შუამავლობის პირველი ნამდვილი მიკროეკონომიკური თეორიაა“.[22] ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ იგი ფინანსური შუამავლობის საკითხებში წამყვანი სახელმძღვანელო გახდა.[22]
კარიერა
რედაქტირება1979 წლიდან დაიმონდი ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში ასწავლის. 2010-2014 წლებში ჩიკაგოს უნივერსიტეტის ფინანსების კვლევის ფამა-მილერის ცენტრის ხელმძღვანელი იყო. 1983 წელს ბონის უნივერსიტეტის, ხოლო 1999 წელს იაპონიის ბანკის მოწვეული მკვლევარი იყო. სხვადასხვა დროს ჰონგ-კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის მენეჯმენტის სლოუნის სკოლისა და იელის მენეჯმენტის სკოლის პროფესორი იყო.[17]
ნობელის პრემია ეკონომიკაში
რედაქტირება2010-იანი წლებიდან დაიმონდი ეკონომიკაში ნობელის პრემიის კანდიდატად განიხილებოდა. 2011 წელს Thomson Reuters-მა დაიმონდი იმ მკვლევრებს შორის დაასახელა, რომელთაც გამოქვეყნებული კვლევების ციტირების გავლენის მიხედვით, ნობელის პრემიას ყველაზე მეტად უწინასწარმეტყველებდნენ. 2013 წელს ის პრემიის კანდიდატებს შორის დაასახელეს ეკონომისტმა ჰუბერტ ფრომლეტმა[23] და ჟურნალისტმა ქეთრინ რამპელმა.[24]
2022 წლის 10 ოქტომბერს დაიმონდმა დიდი ხნის კოლეგასთან, ფილიპ ჰ. დიბვიგთან და ფედერალური რეზერვის ყოფილ თავმჯდომარესთან, ბენ ბერნანკესთან ერთად ეკონომიკაში ნობელის პრემია მიიღო. დაიმონდმა და დიბვიგმა პრემია მეტწილად 1980-იან წლებში გამოქვეყნებული ნაშრომებისთვის დაიმსახურეს.[25]
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1982 წელს დაიმონდი ელიზაბეთ კამაკ დაიმონდზე დაქორწინდა.[26] წყვილს ორი შვილი ჰყავს,[27] მათ შორის, ეკონომისტი რებეკა დაიმონდი.[28]
ორგანიზაციები, ჯილდოები და წოდებები
რედაქტირებაწევრობა
რედაქტირება- ეკონომეტრიკის საზოგადოება, წევრი (1990 წლიდან)[29]
- ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია, წევრი (არჩეულია 2001 წლიდან)[30]
- ფინანსების ამერიკული ასოციაცია, წევრი (შერჩეულია 2004 წლიდან)[31]
- ეკონომიკური თეორიის განვითარების საზოგადოება, ეკონომიკური თეორიის წევრი (2016)
- მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრი (არჩეულია 2017 წლიდან)[32]
ჯილდოები
რედაქტირება- მორგან სტენლი-ფინანსების ამერიკული ასოციაციის ჯილდო ფინანსებში გამორჩეული წვლილისთვის, 2012[33]
- ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, 2013[34]
- CME Group-მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის პრემია ინოვაციურ რაოდენობრივ აპლიკაციებში, 2016[32][14]
- უილბურ კროსის მედალი, 2017[34]
- ონასისის პრემია ფინანსებში, 2018[35]
- ნობელის პრემია ეკონომიკაში, 2022[11]
გამოქვეყნებული ნაშრომები
რედაქტირება- Diamond, Douglas; Rajan, Raghuram (April 2009). „Fear of Fire Sales and the Credit Freeze“. doi:10.3386/w14925. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - Diamond, Douglas W.; Rajan, Raghuram G. (April 2001). „Liquidity Risk, Liquidity Creation, and Financial Fragility: A Theory of Banking“ (PDF). Journal of Political Economy. 109 (2): 287–327. doi:10.1086/319552.
- Diamond, Douglas W. (August 1991). „Monitoring and Reputation: The Choice between Bank Loans and Directly Placed Debt“. Journal of Political Economy. 99 (4): 689–721. doi:10.1086/261775.
- Diamond, Douglas W. (1984). „Financial Intermediation and Delegated Monitoring“. The Review of Economic Studies. 51 (3): 393–414. doi:10.2307/2297430.
- Diamond, Douglas W.; Dybvig, Philip H. (June 1983). „Bank Runs, Deposit Insurance, and Liquidity“ (PDF). Journal of Political Economy. 91 (3): 401–419. doi:10.1086/261155.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.nobelprize.org/prizes/economic-sciences/2022/diamond/facts/
- ↑ 2.0 2.1 https://www.econometricsociety.org/society/organization-and-governance/fellows/current
- ↑ https://afajof.org/morgan-stanley-american-finance-association-award-for-excellence-in-finance/
- ↑ The Sveriges Riksbank Prize in Economic Sciences in Memory of Alfred Nobel 2022
- ↑ https://clarivate.com/citation-laureates
- ↑ https://gsas.yale.edu/documents/wilbur-cross-medalists-1966-2023-year
- ↑ https://www.chicagobooth.edu/-/media/faculty/douglas-diamond/vita2022-nov.pdf
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ Douglas Diamond's Curriculum Vitae. ციტირების თარიღი: 2022-10-10
- ↑ 10.0 10.1 The Sveriges Riksbank Prize in Economic Sciences in Memory of Alfred Nobel 2022 en-US. ციტირების თარიღი: 2022-12-09
- ↑ 11.0 11.1 Horowitz, Julia. Nobel Prize in economics awarded to trio including Ben Bernanke for work on financial crises | CNN Business en (10 October 2022). ციტირების თარიღი: 10 October 2022
- ↑ The Sveriges Riksbank Prize in Economic Sciences in Memory of Alfred Nobel 2022 en-US. ციტირების თარიღი: 2022-10-13
- ↑ 13.0 13.1 Diamond, Douglas W. (1984). „Financial Intermediation and Delegated Monitoring“. The Review of Economic Studies. 51 (3): 393–414. doi:10.2307/2297430.
- ↑ 14.0 14.1 Douglas Diamond to receive CME Group-MSRI Prize in Innovative Quantitative Applications Retrieved on March 24, 2016.
- ↑ 15.0 15.1 How Prof. Douglas Diamond transformed the way we think about banking | University of Chicago News (2022-12-07). ციტირების თარიღი: 2022-12-08
- ↑ 16.0 16.1 Douglas W. Diamond en. ციტირების თარიღი: 2022-12-09
- ↑ 17.0 17.1 17.2 Douglas W Diamond.
- ↑ Cummings, Mike. (2022-10-10) For Nobel laureates, successful collaboration began as Yale grad students en. ციტირების თარიღი: 2022-10-10
- ↑ The Sveriges Riksbank Prize in Economic Sciences in Memory of Alfred Nobel 2022 en-US. ციტირების თარიღი: 2022-10-13
- ↑ Diamond, Douglas Warren (1980). Essays on Information and Financial Intermediation (Thesis). OCLC 9473153.
- ↑ Hasan, A K M Kamrul; Suzuki, Yasushi (2021) „Theoretical Discussion on Banking Business Model and Banking Regulations“, Implementation of Basel Accords in Bangladesh, გვ. 35–71. DOI:10.1007/978-981-16-3472-7_3. ISBN 978-981-16-3471-0.
- ↑ 22.0 22.1 The Committee for the Prize in Economic Sciences in Memory of Alfred Nobel. Scientific Background on the Sveriges Riksbank Prize in Economic Sciences in Memory of Alfred Nobel 2022.
- ↑ Magnusson, Niklas (October 3, 2013). „Deaton, Dixit, Tirole on Fromlet's Top Nobel Economy Prize List“. Bloomberg News.
- ↑ Rampell, Catherine. (2013-10-11) Economists to Watch for the Nobel Prize en. ციტირების თარიღი: 2022-10-13
- ↑ Granville, Kevin (2022-10-10). „Douglas Diamond and Philip Dybvig Created an Influential Model About Bank Runs“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-10-13.
- ↑ Douglas W. Diamond Wins Nobel Prize in Economic Sciences en. ციტირების თარიღი: 2022-10-13
- ↑ Douglas Diamond wins Nobel Prize for research on banks and financial crises | University of Chicago News en (10 October 2022). ციტირების თარიღი: 2022-10-13
- ↑ List, John A (July 2020). „NON EST DISPUTANDUM DE GENERALIZABILITY? A GLIMPSE INTO THE EXTERNAL VALIDITY TRIAL“ (PDF). NBER Working Paper Series (27535): 30.
- ↑ Fellows | The Econometric Society. ციტირების თარიღი: 2022-10-10
- ↑ Douglas W. Diamond en. ციტირების თარიღი: 2022-10-10
- ↑ Fellows en-US. ციტირების თარიღი: 2022-10-10
- ↑ 32.0 32.1 Douglas W. Diamond. ციტირების თარიღი: 2022-10-10
- ↑ Douglas Diamond wins Morgan Stanley-AFA award for financial economics research en (9 January 2012). ციტირების თარიღი: 2022-10-11
- ↑ 34.0 34.1 Yale Graduate School honors four alumni with Wilbur Cross Medals | Yale Graduate School of Arts & Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-11. ციტირების თარიღი: 2022-10-11
- ↑ Chicago Booth's Douglas Diamond wins Onassis Prize in Finance en (25 April 2018). ციტირების თარიღი: 2022-10-11